"სახლიდან გავიდა 12:00 საათზე და ამ დრომდე არ დაბრუნებულა... დრონით ტერიტორიის შემოწმება შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს" - ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბავშვს ეძებენ - მშობლები

"სახლიდან გავიდა 12:00 საათზე და ამ დრომდე არ დაბრუნებულა... დრონით ტერიტორიის შემოწმება შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს" - ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბავშვს ეძებენ

2026-11-26 12:59:05+04:00
ვაზიანში დაკარგულ 12 წლის ბავშვს ეძებენ. სოციალურ ქსელში განახლებული ინფორმაცია ვრცელდება:
"ბავშვი უნდა ვიპოვოთ! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი დახმარება!
ვაზიანში დაკარგულია 12 წლის ბავშვი!
სახლიდან გავიდა 12:00 საათზე და ამ დრომდე არ დაბრუნებულა.
აცვია ყვითელი მაისური და ჭრელი შარვალი.
განსაკუთრებული თხოვნა გვაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც თერმული კამერით აღჭურვილი დრონი გაქვთ!
თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ბავშვის საძიებო სამუშაოებში. ღამის საათებში თერმული დრონით ტერიტორიის შემოწმება შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
ნებისმიერი დახმარება ახლა ფასდაუდებელია!
საკონტაქტო ნომერი: 555 54 70 51
გთხოვთ, გააზიაროთ, იქნებ ჩვენმა პოსტმა საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.
ბავშვი უნდა ვიპოვოთ!"