ნოემბრის ბოლო პერიოდი ტრადიციულად, წლის ყველაზე მასშტაბურ ფასდაკლებებთან ასოცირდება. თუმცა, წიგნის მოყვარულებისთვის ეს პერიოდი ორმაგად სასიხარულოა, რადგან შავი პარასკევი „პალიტრა L-ში“ წელს, „საკითხავის ფესტივალთან“ ერთიანდება!
27, 28 და 29 ნოემბერს, „თბილისი მოლის“ ცენტრალური დარბაზი ნამდვილ ლიტერატურულ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც მკითხველს წლის ერთ-ერთი საუკეთესო შეთავაზებები, მრავალფეროვანი ლიტერატურა და განსაკუთრებული საფესტივალო განწყობა ელოდება.

„საკითხავის ფესტივალი“ საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს, პირადი ბიბლიოთეკა ახალი გამოცემებით შეავსოს, ზამთრის საღამოებისთვის საინტერესო საკითხავი მოიმარაგოს ან წინასაახალწლოდ საყვარელი ადამიანებისთვის საუკეთესო საჩუქრები შეარჩიოს.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს დახვდებათ:

როდის და სად მიხვიდეთ:
მოინიშნეთ კალენდარში სამი დღე- 27, 28 და 29 ნოემბერი, დაგეგმეთ ვიზიტი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და არ გამოტოვოთ შავი პარასკევის მთავარი ლიტერატურული მოვლენა.
მისამართი: „თბილისი მოლი“, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ (213 კმ), ცენტრალური ატრიუმი, I სართული.
ეწვიეთ „საკითხავის ფესტივალს“, ისარგებლეთ „პალიტრა L-ის“ შავი პარასკევის გრანდიოზული ფასდაკლებებით და აქციეთ კითხვა კიდევ უფრო სასიამოვნო ყოველდღიურობად!
R