"ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა..." - დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ - მშობლები

"ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა..." - დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ

2026-11-28 12:28:17+04:00

თერჯოლის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. შსს-ის ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, საცხოვრებელ სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ კი ცივი იარაღის გამოყენებით მამას ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახდინეს. განაგრძეთ კითხვა