ჩანთის შერჩევისას ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ დიდი სამეურნეო ჩანთა და მინიატურული კლატჩი, მხიარული საზაფხულო საკვოიაჟი და მკაცრი, საქმიანი პორტფელი. თუმცა უჩვეულო ფერისა და დიზაინის ჩანთებიც პოულობენ თავიანთ მყიდველებს. ტყავი და ქსოვილი, ჩალა და ბისერი, ნახატი და ნაქარგი - დიზაინერები ყველაფერს იყენებენ, რათა თავიანთ ქმნილებებს ორიგინალურობა და სილამაზე შესძინონ.
რა კრიტერიუმებით შევარჩიოთ ჩანთა?
უპირველესად, ის თავის დანიშნულებას უნდა შეესაბამებოდეს, ჩანთის დანიშნულება კი აუცილებელი ნივთების გადატანაა. თუმცა, წმინდა უტილიტარულთან ერთად, ჩანთას ესთეტიკური ფუნქციაც აქვს. ის ქალის გარდერობის ყველაზე მნიშვნელოვანი დანამატიცაა. ჩანთის შერჩევისას ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ფორმა, ფერი, მასალა, დიზაინი. უწინარესად კი ის თქვენს სტილს უნდა ეხამებოდეს. სამსახურში, ქალაქგარეთ, მოგზაურობისას, თეატრში, რესტორანში - ყველგან სხვადასხვანაირი ჩანთაა საჭირო. დიდი, მხიარული, ჭრელი ჩანთა არ მოუხდება საღამოს კაბას. ასევე უადგილო იქნება საქმიან შეხვედრაზე ბისერით გაწყობილი კლატჩით მისვლა. ყოველდღიურად სატარებლად შეარჩიეთ კლასიკური, ტევადი და მოხერხებული ჩანთა. ფერი, სასურველია, ნეიტრალური იყოს: ზამთრისა და შემოდგომისთვის - შავი ან რუხი, ხოლო გაზაფხულისა და ზაფხულისთვის - თეთრი ან ჩალისფერი. საღამოს კაბისთვის ჩანთის შეძენისას არ დაგავიწყდეთ მარტივი წესი: რაც უფრო რთული და მრავალფეროვანი დეტალებითაა გაწყობილი კაბა, მით უფრო სადა უნდა იყოს აქსესუარი, ამ შემთხვევაში - ჩანთა. თუ კაბა სადაა, ჩანთა შეიძლება იყოს თვალში საცემი, სამშვენისებით მორთული. გაგრძელება