წლისა და რვა თვისა ისეთ ადგილებზე ცოცავს, უფროსებს სუნთქვა ეკვრით ამერიკელმა ელი ფარმერმა ჯერ კიდევ მაშინ ისწავლა ციცაბო კედლებზე ასვლა, სანამ სიარულს დაიწყებდა. ახლა, წლისა და რვა თვისა, ისეთ ადგილებზე ცოცავს, უფროსებს რომ სუნთქვა ეკვრით.
რვა თვის იყო, ცოცვა რომ დაიწყო, ახლა კი ყოველგვარი დაზღვევის გარეშე, სწრაფად ადის ორმეტრიან სიმაღლეებზე. სულ მალე, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღლა ავა და მომავალი პაწაწინა მთამსვლელი ნამდვილ მწვერვალებსაც რამდენიმე წელიწადში დაიპყრობს.
ელის მშობლები გამოცდილი სპორტსმენები არიან, მრავალი წელია მისდევენ მთამსვლელობას. დედამის რეიჩელს ორსულობის დროსაც არ შეუწყვეტია კლდეზე ცოცვა და შეჯიბრებებშიც კი მონაწილეობდა. ორსულობის პირველ ტრიმესტრში პირველი ადგილიც კი დაიკავა, მთაზე კი ბოლოს მშობიარობამდე სამი დღით ადრეც ავიდა.
მშობლებმა ბავშვს ოთახში დაუდგეს სავარჯიშო კედელი და ასე მიიპყრეს ელის ყურადღება ამ სპორტისკენ.
ახლა ელი, ეს პაწაწინა გოგონა, სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს კვირაში ხუთჯერ და საკმაოდ დიდხანს - ერთ საათამდე გრძელდება ვარჯიში. იმდენად პატარაა, დამცველ თოკებს ვერ უკეთებენ და ამიტომ სავარჯიშო კედლის ძირში ბამბის მატრასია გაფენილი.