ეს დიაგნოზი გოგონას ჯერ კიდევ 11 წლისას დაუდგინეს ჰარნაამ კაური ინდური წარმოშობის ბრიტანელია, რომელიც პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით იტანჯება – ანუ ენდოკრინული დარღვევა აქვს, რომელიც სერიოზულ ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს. ეს დიაგნოზი გოგონას ჯერ კიდევ 11 წლისას დაუდგინეს. ამ პერიოდში დაეწყო სახეზე თმის ამოსვლა, გარშემო მყოფებს ბიჭშიც ეშლებოდათ. გოგონამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ჰორმონალური საშუალებები არ იძლეოდა სათანადო ეფექტს და სხვა საშუალებებს ცდიდა. "ეპილაციას ვიკეთებდი ცვილით, კვირაში სამი დღე. ვერც კი გადმოგცემთ სიტყვებით, რა სირთულეების გადალახვა მომიწია. საშინლად უხეშად გამოვიყურებოდი ამდენი თმით".
16 წლამდე იტანჯებოდა არასტანდარტული გარეგნობის გამო, თუმცა მერე იპოვა საკუთარ თავში ძალა, მშობლებიც დაეხმარნენ და თავის გარეგნობას სხვაგვარად შეხედა.
"ერთ დღესაც ვთქვი, რომ საკმარისი იყო. ახლა მომწონს ჩემი გარეგნობა. ჩემი წვერი და იარებიც მომწონს. შემიყვარდა ის, რასაც საზოგადოებაში ნაკლს ეწოდებენ".
კაურს შეყვარებულიც ჰყავს, ცოტა ხნის წინ კი ფოტოგრაფი ლუიზა კულზურსტი დაინტერესდა მისით და საპატარძლო კაბით ფოტოსესია დაუგეგმა. გოგონას ფოტოები რამდენიმე სოლიდურ გამოცემაში დაიბეჭდა და მის შესახებ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყო. ჰარნაამს იმედი აქვს, რომ მას მერე, რაც საკუთარი თავი ისეთი მიიღო, როგორიც არის, მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება.