"ხანდახან კაცს ცოლი მოჰყავს და მერე ხვდება, რომ არ ჰყვარებია..." - მშობლები

"ხანდახან კაცს ცოლი მოჰყავს და მერე ხვდება, რომ არ ჰყვარებია..."

2015-07-21 14:19:31+04:00

"ძველი ბიჭი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თითქმის ქუჩაში ვარ გაზრდილი - ვორონცოვზე" ბოლო დროს დუდუ, სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", განსაკუთრებით პოპულ­არული გახდა. ზოგი ასეთ მეგობარზე­ ოცნ­ე­ბობს, ზოგიც - შეყვარებულზე. საინტ­ე­­რესოა, დუდუს როლის შემსრულებელი ალეკო ბეგალიშვილი როგორ უყურებს თავის პერსონაჟს კამერის მიღმა.

- მიკვირს, სოციალ­ურ ქსელებში ისე არჩევენ­ ამ ტიპს და საერთოდ სერიალს. გეგონება, სხვა საფიქრალი არ ჰქონდეთ: "ფუ, საზიზღარი კაცი"... "დიახაც, ჯიგარია!"... არადა, ერთი ჩვეულებრივი­ კაცია. ვითომ აგვარებდა რაღაცებს, მაგრამ თვითონაც ლაფში ამოყო­ თავი.

- არ არის კარგი მამა?

- ჩვეულებრივი მამაა. უმეტესობა ქართველი მამებისა, ალბათ, ეგეთია. მე დუდუსნაირი ბევრი მინახავს. შვილისთვის ხელის დაფარებას კი არა, მამაშვილურ ურთიერთობებს ვგულისხმობ. აი, მომდევნო­ სერიებს ნახავთ, აფარებს თუ არა დუდუ შვილს ხელს...

- დუდუს მეგობარ მაკაზე რას იტყვით?

- მაკა დუდუს ბავშვობიდან უყვარს. მართალია, მაკას არ ჰქონია მის მიმართ სიმპათია, მაგრამ დუდუ მაინც ცდილობს, სულ გვერდში ედგეს. პლატონური სიყვარულივითაა.

- დუდუს მაკასგან განსხვავებული მეუღლე ჰყავს...

- დუდუს ოჯახში დედას მეტი წონა აქვს, ვიდრე ცოლს. ცოლს აგდებით ელაპარაკება. შვილები უყვარს, მაგრამ ცოლისადმი გულგრილია. ხანდახან კაცს ცოლი მოჰყავს და მერე ხვდება, რომ არ ჰყვარებია...

- თქვენ და თქვენს ძმებს როგორი ურთიერთობა გქონდათ მამასთან, მსახიობ ბადრი ბეგალიშვილთან?

- მე და ზურა ბადრი ბეგალიშვილის პირველი ქორწინებიდან გავჩნდით. 7-8 წლამდე ზურას მამა ზრდიდა. მერე წავიდა... მაშინ ორი წლის ვიყავი. ჩვენი მესამე ძმა, ბადრი, მეორე ქორწინებიდან შეეძინა. მამის ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ ხშირად არ ვიყავით ერთად. უფრო ზურა იყო ჩემთვის მამის როლში... ბოლოს თითქმის­ სულ ერთად ვიყავით. უბრალოდ, ის იქით ცხოვრობდა, ჩვენ - აქეთ. დედაც მუშაობდა, ისიც მსახიობია.

მე ბებიასთან ვიზრდებოდი­. ძალ­იან ვაბრაზებდი... ძველი ბიჭი არასდ­როს ვყოფილვარ, მაგ­რამ თითქმის ქუჩაში ვარ გაზრდილი - ვორონც­ოვზე. დავბოდიალობდით ბიჭები, გადავძვრებოდით­ კინოში. "როლიკები" იყო მაშინ მოდაში. ჩავიცვამდით და დავგორავდით. მერე დაიწყო ბითლომანია. კონცერტებს­, დისკოთეკებს ვმართავდით და ასე ვერთობოდით.

სკოლის შემდეგ ინსტიტუტში ძალით ჩამაბარებინეს, არ მინდოდა მსახიობობა­. დედაჩემი და მამაჩემი მიჩიჩინებდნენ, - მაგ გიტარით რომ დადიხარ, ჩააბარე,­ დიპლომი მაინც გექნებაო. საესტრადო ფაკულტეტზე­ ისწავლე და შენი ჯგუფიც შეიძლება ჩამოაყა­ლიბოო - ამით მომხიბლეს. ასე აღმოვჩნდი მუსკომედიის ფაკულტეტის საესტრადო განყოფილებაზე თეიმურაზ აბაშიძის ჯგუფში. მან თავისი ლექციებით ნელ-ნელა მსახიობობისკენ გადამქაჩა. დღეს მუსკომედიის თეატრის მსახიობი ვარ... რაც დოი (რეჟისორი დავით დოიაშვილი. - ავტ.) მოვიდა,­ თეატრში სიტუაცია შეიცვალა. მანამდე გულაცრუებული ვიყავი. კარგი თეატრი იყო, მაგრამ დამთავრდა­ ის დრო! ისევ "კურკას ქორწილი"... შეიძლებოდა ახლებურად დადგმა, მაგრამ რა ვიცი, არააქტუალურად მეჩვენებოდა. სიახლე იყო საჭირო... ამ პერიოდში მოვიდა დოი. არაყს ვსვამდით, ვისხედით და ვფიქრობდით, სად რა გვეშოვა, რომ დაგველია და დრო გაგვეყვანა. შემოქმედებითად არაფერი ვითარდებოდა ამ თეატრში. "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" - ხან ოთხი ჯუჯა ვიდექით სცენაზე, ბავშვები გვესროდნენ "რაგატკას", იყო ერთი რიარია. მოკლედ, საბავშვო­ თეატრად ვიქეცით. დოიმ კი დაგვქოქა...

- ოჯახი გყავთ?

- მყავს მეუღლე და 2 შვილი. 12 წლის მარიამი და 10 წლის დათო, რომელიც­ ჩვენი საერთო შვილი არ არის... მე და მეუღლე დღემდე ერთად ვცხოვრობთ, თუმცა ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში შემეძინა ვაჟი. ის დედასთან იზრდება...

რაც შეეხება ჩემს ძმებს: ზურა მოწოდე­ბით მსახიობია, ბადრი ორ თეატრში მუშაობს. მამის გენი მას მკვეთრად ეტყობა. დრამატული როლებიც კარგად გამოსდის, მაგრამ სახასიათოებში მართლაც შეუდარებელია. იხილეთ სრულად