ბლინები ბოთლიდან – ყველაზე მარტივი და გენიალური აღმოჩენა - მშობლები

ბლინები ბოთლიდან – ყველაზე მარტივი და გენიალური აღმოჩენა

2015-07-23 07:32:35+04:00

არც ჭურჭელი დაისვრება და არც იწვალებთ ბლინების მომზადება ჩვეულებრივ პლასტმასის ბოთლშიც შეიძლება. არც ჭურჭელი დაისვრება და არც იწვალებთ.

მაშ ასე, აიღეთ ლიტრანახევრიანი ბოთლი, მერე კი ბლინების მოსამზადებელი სტანდარტული ნაკრები: 2 კვერცხი, 10 სუფრის კოვზი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 3 სუფრის კოვზი ზეთი და 600 გრ რძე (ან მაწონი). ბოთლში მოათავსეთ ძაბრი და ჩაყარეთ შიგნით ფქვილი, შაქარი, მარილი, ჩაასხით კვერცხი, ზეთი, რძე და დაახურეთ თავზე.

ახლა ბოთლი კარგად აჯანჯღარეთ – შესანიშნავად მომზადდება ასე ცომი.

აიღეთ ტაფა, ცოტა ზეთი დაასხით, მერე კი ბოთლიდან გადაასხით ცომი და გამოაცხვეთ ბლინები. სულ ესაა.

mshoblebi

შეგიძლიათ, მთელი ცომი არც გამოიყენოთ და ცომის ნაწილი ბოთლით მაცივარში შედგათ – საღამოს ან დილით კიდევ გამოაცხოთ.