შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართველ მილიონერთა სია საკმაოდ გრძელია ქართველი მილიონერებისა და მითუმეტეს მათი შვილების შესახებ, საზოგადოებას ინფორმაცია ნაკლებად აქვს. შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ქართველ მილიონერთა სია საკმაოდ გრძელია. მართალია, ოჯახის წევრებზე საჯაროდ არ საუბრობენ, მაგრამ მათ შვილებთან დაკავშირებული სკანდალებიც არ რჩება გაუხმაურებელი. გიამბობთ ქართველი მილიონერის ქალიშვილების ისტორიას .
ნათია ჩხარტიშვილი
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს საქართველოში კარგად იცნობენ, საზოგადოების გარკვეული წრეებისთვის არც მისი ქალიშვილი, ნათია ჩხარტიშვილია უცნობი. ის ხშირად ჩამოდის თბილისში, როგორც ამბობენ გართობაც უყვარს. ნათია ჩხარტიშვილი წარსულში მომღერალ ბექა ჩხაიძის შეყვარებული იყო, წყვილი ერთად გაიპარა კიდეც, თუმცა მამა ქალიშვილის ჩხაიძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო და სასიძო პოლიციას დააჭერინა. რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გავრცელდა ცნობა, რომ ნათია ჩხარტიშვილი ბორისპოლის აეროპრტში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და ტარიელ ვასაძის დაცვამ გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, კიევი-თბილისის თვითმფრინავი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ნათია თავის საქმროსთან შიდა ქართლის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელთან დავით ტაბუცაძესთან ერთად აპირებდა თბილისში დაბრუნებას. მოგვიანებით გაჩნდა მოსაზრება, რომ თვითმფრინავის გატაცების ორგანიზატორი ვანო ჩხარტიშვილი იყო, ის სწორედ ამ ფორმით შეეწინააღმდეგა მისი ქალიშვილის და დავით ტაბუცაძის დაქორწინებას. წყვილი ოდესაში ისვენებდა, როდესაც მათ გაიგეს, რომ ვანო ჩხარტიშვილის "ხალხი" მათ ეძებდა. ისინი ოდესიდან ბორისპოლში გადმოფრინდენ, სადაც ტაბუცაძემ დახმარება უკრაინელ კოლეგებს სთხოვა, მაგრამ აეროპორტში ტარიელ ვასაძის (იულია ტიმოშენკოს ბლოკის წევრი) პირადმა დაცვამ და უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლებმა მათ გასასვლელი ჩაუკეტეს. როგორც ტაბუცაძე ამტკიცებს, უკრაინის უსაფრთხების სამსახურის უფროსმა, ვალერი ხოროშოვსკიმ დაურეკა ქვეყნის შს მინისტრს ანატოლი მოგილიევს, რათა მას ტაბუცაძის დასახმარებლად აეროპორტში მისული მილიცილეები უკან გაეწვია. თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნათია ჩხარტიშვილს წაართვეს პასპორტი და იქედან ერთ-ერთი გვერდი ამოხიეს. ნათია ჩხარტიშვილი ჯერ ტარიელ ვასაძის სახლში გადაიყვანეს ხოლო შემდგომ ლონდონში გაამგზავრეს, სადაც ამჟამად ცხოვრობს.
ელენე დუმბაძე
ელენე დუმბაძე საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილთან დანათესავების შემდეგ გაიცნო. მან ექს-პრეზიდენტის ბიძაშვილზე იქორწინა, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი პარიზში გადაიხადა, ამას ჟურნალისტების ყურადღებაც მოჰყვა. ელენე ბიზნესმენ დავით დუმბაძის ქალიშვილია. დავით დუმბაძის კარიერა "მარტინ ბაუერში" დაიწყო, ეს იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში განახორციელა ინვესტიციები. მოგვიანებით "მარტინ ბაუერ გეორგიას" სახელი შეეცვალა და მას "გეოპლანტი" ეწოდა. თუკი თავდაპირველად კომპანია დაუფასოებელი ჩაის წარმოებაზე მუშაობდა, დღეს ის ოთხი ბრენდის ქვეშ 25-მდე დასახელების ჩაის აერთიანებს.
გაგრძელება