ისეც ხდება, ქორწილის გამო კრედიტებსაც იღებენ და ვალებში ვარდებიან ქორწილი ბევრ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არადა, ყველას უნდა, რომ ლამაზი ქორწილი ჰქონდეს, ან მშობელს სურს, შვილს კარგი ქორწილი გადაუხადოს. ზოგი ამას ტრადიციის გამო აკეთებს, ზოგი იძულებით და ა.შ. ისეც ხდება, ქორწილის გამო კრედიტებსაც იღებენ და ვალებში ვარდებიან. როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ გადავიხადოთ კარგი ქორწილი და ის ამასთანავე ბოლო ტენდენციებს არ ჩამორჩებდეს? წარმოგიდგენთ წესებს სხვა ქვეყნებში, როგორ შეიძლება ქორწილისთვის თანხის დაზოგვა.
1. საუზმე და არა წვეულება
ყველაზე ადვილია დაზოგო თანხები რესტორნის ხარჯზე. აუცილებელი არაა ბანკეტის მთელი ღამით დაკვეთა, ახლა პოპულარული ხდება ე.წ. საქორწინო საუზმეები. ახალგაზრდები ქორწინების სახლებში დილიდანვე ეწერებიან, შემდეგ კი სტუმრებთან ერთად რესტორანში მიდიან აღსანიშნავად. ასევე შესაძლებელია გყავდეთ ქორწილის წამყვანი და გქონდეთ მუსიკაც, ეს ღამის წვეულებასთან შედარებით იაფი დაჯდება.
2. შვედური მაგიდა
საქორწინო ფურშეტი შვედური მაგიდით - კიდევ ერთი შესაძლებლობაა, თქვენი ფულის დასაზოგად. უბრალოდ, უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ხანში შესულ სტუმრებს მაინც ჰქონდეთ დასაჯდომი ადგილი.
3. ვიქორწინოთ აგარაკზე
ამჟამად მოდურია თემატური ქორწილები. როგორც წესი, ესეც იძლევა ეკონომიის საშუალებას. მაგალითად ახლა პოპულარულია ქორწინება "სოფლის სტილში" - ხის მაგიდები და სკამები... ასეთ ადგილად გამოდგება აგარაკი, სადაც შესაძლებელია ლამაზი ქორწილის ორგანიზება. განაგრძეთ კითხვა