ფეხმძიმე ქალის მუცელში ორი ყრმა საუბრობს. ერთი - მოწრმუნე, მეორე - არა ფეხმძიმე ქალის მუცელში ორი ყრმა საუბრობს. ერთი - მოწრმუნე, მეორე - არა.
ურწმუნო ყრმა: გრწამს მშობიარობის შემდგომი ცხოვრების?
მორწმუნრე ყრმა: რათქმა უნდა. ყველამ იცის, რომ შობის შემდგომი სიცოცხლე არსებობს. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მოვღონიერდეთ და მისთვის მოვემზადოთ, და იმისთვისაც, რაც ჩვენ მომავალში გველის.
ურწმუნო ყრმა: რა სისულელეა! შობის შემდგომი არავითარი ცხოვრება არ არსებობს! შეგიძლია წარმოიდგინო როგორი შეიძლება იყო ეს ცხოვრება?
მორწმუნე ყრმა: მე დეტალები არ ვიცი, მაგრამ მრწამს, რომ იქ მეტი სინათლეა და ჩვენ შეიძლება სიარულიც შევძლოთ და საკუთარი პირით ჭამაც.
ურწმუნო ყრმა: ბოდვაა! როგორ შეიძლება, რომ იარო და თან საკუთარი პირით ჭამო! ძალიან სასაცილოა! ჩვენ ხონ ჭიპლარი გვაქვს, რომელიც გვკვებავს. არ შეიძლება, რომ შობის შემდგომი ცხოვრება არსებობდეს, იმიტომ რომ ჩვენი სიცოცხლე ჭიპლარია და თან ძალიან მოკლე.
მორწმუნე ყრმა: მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია. უბრალოდ ყველაფერი ცოტა სხვანაირი იქნება. მე ამის წარმოდგენა შემიძლია.
ურწმუნო ყრმა: კი მაგრამ, იქიდან ხომ ჯერ არავინ დაბრუნებულა! სიცოცხლე უბრალოდ მთავრდება მშობიარობით. და საერთოდ, ცხოვრება-ეს ერთი დიდი სატანჯველია სიბნელეში.
მორწმუნე ყრმა: არა, არა! მე დანამდვილებით ვერ გეტყვი, როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება მშობიარობის მერე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვნახავთ დედას, რომელიც იზრუნებს ჩვენზე.
ურწმუნო ყრმა: დედას? შენ გჯერა დედის? და სად არის ის?
მორწმუნე ყრმა: დედა ყველგანაა, ჩვენ მასში ვართ და მისი დამსახურებაა, რომ ვმოძრაობთ და ვცოცხლობთ, რომ არა ის, ჩვენ ვერ შევძლებდით არსებობას.
ურწმუნო ყრმა: სრული სისულელეა! არანაირი დედა მე არ მინახავს, ე.ი. იგი უბრალოდ არ არსებობს.
მორწმუნე ყრმა: ვერ დაგეთანხმები. ხანდახან, როცა ირგვლივ ყველაფერი ჩუმდება, შეიძლება გაიგონო როგორ მღერის და ჩვენ სამყაროს ეფერება. მე ღრმად მწამს, რომ ნამდვილი ცხოვრება მხოლოდ შობის შემდეგ იწყება.