ტანადობიოს დარღვევა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 40%-ს, დაწყებითი სკოლის ასაკში კი მოსწავლეთა 50%-ს აღენიშნება ტანადობიოს დარღვევა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა 40%-ს, დაწყებითი სკოლის ასაკში კი მოსწავლეთა 50%-ს აღენიშნება. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ბავშვს ხერხემლის პრობლემა არ შეექმნას?
ტანადობა სიცოცხლის პირველსავე დღეებში ყალიბდება. განსაკუთრებით საყურადღებოა 5-6 წლის ასაკი. სწორედ ამ ასაკიდან სხდებიან ბავშვები მერხთან (ბაღის ბავშვები მაგიდასთან) და ტანადობაც ირღვევა.
საქმე ისაა, რომ სკოლაში მისვლისთანავე ბავშვი იძულებულია, 4-5 გაკვეთილის განმავლობაში ერთ პოზაში იჯდეს. პატარა მალე იღლება, რადგან მისი ამტანობა და მოთმინების უნარი უფროსებისას ბევრად ჩამოუვარდება. შინ მისულს სამეცადინოდაც მოუწევს ჯდომა. ხანგრძლივი მჯდომარე პოზა ასუსტებს იმ კუნთებს, რომლებიც ტანადობის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ფუზკულტურის გაკვეთილები და ფიზიკური აქტივობა - ბავშვმა სასწავლო პროცესის დროს მოდუნებულ სხეულს ენერგია უნდა აღუდგინოს.
სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების წესი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ბავშვის ფიზიკურ აქტიურობას ხელს არ უწყობს. უმოძრაო ცხოვრება კი თანდათან ჩვევაში გადადის და აზარმაცებს ბავშვს.
ეცადეთ, ბავშვი მთელის წლის განმავლობაში რომელიმე სპორტულ ან საცეკვაო სექციაში დადიოდეს. ამის გარდა სთხოვეთ, რომ დღეში 5-10 წუთით კედელთან დადგეს ისე, რომ მხრები, ზურგი და დუნდულები მიბჯენილი ჰქონდეს. თუ დღეში ამ მოქმედებას 3-4-ჯერ გაიმეორებს, ეს აუცილებლად სასიკეთოდ აისახება მის ტანადობაზე.
წაიკითხეთ ასევე: რა უშლის ბავშვს გაზრდაში ხელს?