ნუ გააზარმაცებთ ზედმეტად - ეს ორივეს ძვირად დაგიჯდებათ მყარი და ჰარმონიული ქორწინებისთვის ბედნიერი ცოლ-ქმარია საჭირო. ბედნიერებისთვის ძლიერი, ვაჟკაცური და სერიოზული მამაკაცი გჭირდებათ? სწორი არჩევანია, მაგრამ თუ გინდათ, რომ ქმარი ასეთად დარჩეს, ეს 5 რამ მისთვის არასდროს გააკეთოთ.
არ შეიბრალოთ მამაკაცი
ის დიდი ხანია ბავშვი აღარაა, ამიტომ მოწყალების თვალით არ შეხედოთ. ყველა კაცს აქვს სისუსტის მომენტები და ამ დროს შეიძლება შემოგჩივლოთ... თქვენ, რა თქმა უნდა, უსმენთ, თანაუგრძნობთ და... გებრალებათ. ეს შეცდომაა.
ასე ბავშვებსა და დაქალებს მოექეცით. ქმართან კი სხვა ტაქტიკაა საჭირო: მოუსმინეთ და კონსტრუქციულად განეწყვეთ. ეძებეთ გამოსავალი და არა სანუგეშო სიტყვები. ქალი და კაცი სულ სხვადასხვნაირად არის "მოწყობილი". სიბრალული ქალს ეხმარება, კაცისთვის კი ჭაობივით არის, საიდანაც ამოძრომა თანდათან გაუჭირდება.
აცადეთ დაფიქრდეს და გამოსავალი იპოვნოს. შენი სიმშვიდე და თავდაჯერება მისთვის ყველაზე კარგი მხარდაჭერაა.
არ მისცეთ ფული
ოჯახში შექმნილი მცირე სირთულეების გამო მესამე სამსახურში ნუ მოეწყობით და ნურს სამკაულებს გაყიდით. ხომ არ გინდათ, თქვენ საყვარელ მამაკაცში სისუსტეს შეუწყოთ ხელი?
დაე იბრძოლოს ოჯახის კეთილდღეობისთვის. სირთულეები აკაჟებს მამაკაცის ბუნებას. შეუწყვეთ ხელი, რომ ოჯახის წინაშე პასუხისმგებნლობა გამოიმუშავოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს.
ნუ მიუძღვნით ძვირფას საჩუქრებს
თუ ქმარს რთული პერიოდი აქვს, ამ დროს სოლიდური საჩუქრებით ნუ გაანებივრებთ. თქვენ ეს განუგეშებდათ, მაგრამ თქვენ კაცი არ ხართ. თქვენი საჩუქარი თქვენს საყვარელ მამაკაცს კიდევ ერთხელ შეახსენებს თავის წარუმატებლობას და შეიძლება დეპრესიამდეც მიიყვანოს.
ათასი ხერხი არსებობს საყვარელი ადამიანის სანუგეშებლად. რომელიმე თქვენც გამოგადგებათ.
ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა
მამაკაცის მოტივაციის ხერხი სწორად უნდა შეარჩიოთ.
როცა რაღაც არ გაკმაყოფილებთ და ქმრისგან რაღაცის შეცვლას ითხოვთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ნურც ტვინს გაუბურღავთ და ნურც ზედმეტ ლოლიავს დაუწყებთ. უკვე გეცოდინებათ, როგორი მიდგომა ჭრის თქვენს ქმართან.
ნუ გააზარმაცებთ
დივანი გადასაჩოჩებელია? იქნებ ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ? ნურც ეცდებით. ყოველთვის დაუტოვეთ კაცს საქმე. მიდგომა - სანამ ეგ მოიცლის, მე უკვე გაკეთებული მექნება - არ ამართლებს. ბავშვია გასასეირნებელი? ქმრისთვის ხვეწნას და ჯიჯღინს, გირჩევნიათ, თვითონ გაასეირნოთ? - ესეც შეცდომაა. ეხვეწეთ, იჯიჯღინოს, მაგრამ უნდა გაასეირნოს. ნუ გააზარმაცებთ ზედმეტად - ეს ორივეს ძვირად დაგიჯდებათ.