როგორ უნდა დაამშვიდო დედა, რომელიც შვილს კარგავს? ასეთი სიტუაცია ჩვენ გვქონდა ახლახან ნინო ანანიაშვილს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ და დავინტერესდით, როგორ უვლის თავს პრიმაბალერინა, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება...
- მართალი გითხრათ, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, რომ რეკომენდაცია გავუწიო. უბრალოდ, აქტიური ადამიანი ვარ და პროფესიიდან გამომდინარე, ფიზიკურად ძალიან ვარ დატვირთული, ბევრს ვმუშაობ და ბევრს ვნერვიულობ. მაგრამ ამის მიუხედავად, ვარ პოზიტიური, ოპტიმისტი ადამიანი, ცუდია თუ კარგი, არ ვიცი (იღიმის). ცუდ ხასიათზე ყოფნა დიდხანს არ შემიძლია. არ მიყვარს ხმაური და ჩხუბი, ვცდილობ, სასიამოვნო და თბილი ატმოსფერო შევქმნა, მიყვარს იუმორი.
- არადა, ხელოვანებს, პირიქით, ცვალებადი ხასიათი აქვთ...
- სულაც არ მაქვს ცვალებადი ხასიათი (იღიმის). მეც ბევრი ვიცი, ჩემ გარშემო, კოლეგები, ცვალებადი ხასიათით, მე პირიქით, უფრო მორიდებული ვარ და ვიმალები, არ გამოვხატავ ჩემს ემოციებს, ტკივილს, სადარდებელს.
რთულია, ვინმეს მისცე რეცეპტი, როცა გაჭირვება და უბედურებაა. მაგალითად, როგორ უნდა დაამშვიდო დედა, რომელიც შვილს კარგავს? ასეთი სიტუაცია ჩვენ გვქონდა ახლახან, როდესაც დავკარგეთ ჩვენი ახალგაზრდა ბალეტის მოცეკვავე, არაჩვეულებრივი ბუნების ადამიანი, რთული იყო სიტყვების გამონახვა მშობლის დასამშვიდებლად, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება ასეთია, რა მოცემულობაც გვაქვს, ისე უნდა ვიარსებოთ. და მე მგონია, რომ თუკი მეტი პოზიტივი იქნება, მეტს მივაღწევთ.
რაც მთავარია, და ამას ჩემს შვილსაც ვასწავლი, ყველა საქმეში უნდა იყო პროფესიონალი, თუნდაც დალაგებაში. ყველა საქმე პატივისცემას იმსახურებს, თუკი მას კარგად აკეთებენ. განაგრძეთ კითხვა