ხელოვნური განაყოფიერების დროს ქალს სხვისი ემბრიონი ჩაუსვეს ორსულმა ქალმა სრულიად შემთხვევით გაიგო, რომ სხვა ქალის ტყუპს ატარებდა მუცლით. ეს საზარელი ინციდენტი იტალიაში მოხდა - ექიმმა შეცდომა დაუშვა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის დროს. სპეციალური კლინიკის სპეციალისტებს, ერთმანეთში აერიათ ემბრიონები და ერთ-ერთ პაციენტს გენეტიკურად სხვისი ბავშვები ”ჩაუსვეს”. შეცდომა მაშინ გაცხადდა, როცა იტალიელი ქალი ორსულობის მესამე თვეში იყო და გენეტიკურ ანალიზს იტარებდა.
ამჟამად იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო იძიებს ინციდენტს, თვით კლინიკას კი დროებით აეკრძალა ხელოვნური განაყოფიერებების ჩატარება, სანამ არ გაირკვევა დამნაშავეთა ვინაობა და ისინი არ დაისჯებიან. ექსპერტები უკვე იმაზე მსჯელობენ, იყო თუ არა ეს ნამდვილად პირველი შეცდომა ამ დაწესებულებაში.
უცნობია, იტალიელი ქალი ბოლომდე მიიყვანს ორსულობას თუ მას იძულებით შეწყვეტს.