"ყველა ქალი უმიზეზოდ ტირის", - თქვა მამამ... ერთმა პატარა ბიჭმა ჰკითხა დედას: "დედი, რატომ ტირი ასე ხშირად?"
"იმიტომ, რომ ქალი ვარ", - უპასუხა ქალმა.
"ვერ ვხვდები ამას".
დედა ჩაეხუტა და ალერსიანად უთხრა: "შვილო, რომ გაიზრდები, მიხვდები".
მაგრამ ბავშვი არ დაკმაყოფილდა და ახლა მამას ჰკითხა: "მამა, რატომ ტირის დედა ასე ხშირად და უმიზეზოდ?"
"ყველა ქალი უმიზეზოდ ტირის", - ეს თქვა მხოლოდ მამამ.
ბევრი წელი გავიდა. ბიჭი კაცად იქცა, მაგრამ კვლავ აღელვებდა შეკითხვა – რატომ ტირიან ქალები. ვერავინ პასუხობდა. ბოლოს ღმერთს ჰკითხა: "მითხარი, რატომ ტირიან ქალები ასე ხშირად?"
ღმერთმა უპასუხა: "სანამ ქალს შევქმნიდი, ვიფიქრე, რომ ის განსაკუთრებული ქმნილება უნდა ყოფილიყო. მას მივანიჭე ძლიერი მხრები, რომ იოლად გაუძლონ მძიმე ტვირთს. მეორე მხრივ, ძალიან ნაზი და მსუბუქი შევქმენი, რომ სიყვარული, კეთილდღეობა და სინაზე გასცეს.
ვაჩუქე შინაგანი ძალა, რომ გაუძლოს ბავშვების დაბადებას, მერე კი - მათ გაუცხოებას თუ გარიყვას.
მივანიჭე ამტანობა, რომლის წყალობითაც ის ახერხებს სიცოცხლის გაგრძელებას, როცა სხვები ნებდებიან. რომ შეძლოს თავის ოჯახზე ზრუნვა ავადმყოფობის მომენტებში და მძიმე დროებაში.
მივანიჭე ღრმა გრძნობები, რომ ყოველთვის უყვარდეს თავისი შვილები, მაშინაც კი, როცა აწყენინებენ და გულს ატკენენ.
მივანიჭე სულიერი ძალა, რომ შეძლოს თავისი ქმრის სიყვარული და დაფასება, მისი ყველა შეცდომითა და სისუსტით. მე იმიტომ შევქმენი ის კაცის ნეკნისგან, რომ დაიცვას და გაუფრთხილდეს კაცის გულს.
მივანიჭე სიბრძნე, რომ ესმოდეს – კარგი ქმარი ვერასდროს მიანიჭებს დიდ ტკივილს ან აწყენინებს. ხოლო თუ კარგი ქმარი თავისი საქციელით "ამოწმებს" მის შინაგან ძალასა და მხნეობას, ის ყოველთვის ურყევად და ყველაფრის მიუხედავად ქმრის მხარეს უნდა იყოს.
და ბოლოს, ვაჩუქე ცრემლები. ცრემლები მხოლოდ ქალებს, რომ ნებისმიერ დროს, როცა სურს, შეძლოს ტირილი და იმ ტვირთისა და დარდისგან, იმ უმადურობისა და წყენისგან გათავისუფლდეს, რასაც მამაკაცი ანიჭებს.
ხედავ, ქალის სილამაზე არ არის არც მის ტანსაცმელში, არც მის სხეულში, არც ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე მის თვალებში უნდა გამოსჭვიოდეს, რადგან თვალებია მისი გულისკენ მიმავალი კარები. გული კი ის ადგილია, სადაც სიყვარული ცოცხლობს!"