ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა - მშობლები

ვინ არის 15 წლის ჯაბა ვაშაძე, რომელმაც "ნიჭიერის" სცენაზე შესრულებული არიით ფურორი მოახდინა

2015-11-11 08:17:19+04:00

ჩემს მშობლებს სხვები სულ ეუბნებოდნენ, რომ კლასიკური ვოკალის პედაგოგი მჭირდებოდა "ნიჭიერის" სცენაზე 15 წლის ჯაბა ვაშაძემ ფურორი მოახდინა. უჩვეულო ტემბრითა და შესრულებით არა მარტო ჟიური, მთელი დარბაზი და ტელემაყურებელი აღაფრთოვანა. ჯაბამ მოცარტის "ჯადოსნური ფლეიტიდან" არია დიდი ოსტატობით წარმოადგინა, რის შემდეგაც ნიკა გვარამია მასთან სცენაზე აიჭრა და ჩაეხუტა. AMBEBI.GE ჯაბა ვაშაძეს უფრო ახლოს გასაცნობად დაუკავშირდა.

გავიგეთ, რომ თბილისის 54-ე სკოლის მეათეკლასელია, ცხოვრობს ვაკეში, არის მიზანდასახული ადამიანი და იმაზე მეტად უყვარს კლასიკური მუსიკა, ვიდრე ეს გუშინ, მისი სცენაზე გამოსვლისას დავინახეთ. ამბობენ, რომ ძალიან კარგად ხატავს და სწორედ ამ კუთხით უნდა მომხდარიყო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა, თუმცა, ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.

- როდის აღმოგაჩნდა ასეთი მუსიკალური მონაცემები?

- 7 წლის ასაკში, მაგრამ მასწავლებელი არასდროს მყოლია, ჩემით მივაღწიე იმ დონეს, რაც ახლა მაქვს. მუდმივად ვუსმენდი კლასიკურ მუსიკას და არიებს ისე ვსწავლობდი. ზოგჯერ საათობით ვიყავი იმით დაკავებული, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

- რატომ არ მიგიყვანეს პედაგოგთან?

- არ ვიცი, მიაჩნდათ, რომ ეს არც ისე სერიოზული გატაცება იყო, თუმცა ჩემს მშობლებს სხვები სულ ეუბნებოდნენ, რომ კლასიკური ვოკალის პედაგოგი მჭირდებოდა.

- არც ახლა გყავს პედაგოგი?

- ერთი თვეა, რაც უკვე მყავს, რადგანაც "ნიჭიერის" შემდეგი ტურისთვის და ნომრისთვის ვემზადები. კონსერვატორიაში დავდივარ, მასწავლებელმა მითხრა, რომ ხმა დასამუშავებელი მაქვს და ახლა ერთად ვმუშაობთ. განაგრძეთ კითხვა