შევამოწმოთ, რომელი ვიტამინი აკლია ჩვენს ორგანიზმს... ზამთარი ხილისა და ბოსტნეულის სეზონი არაა, დღის ხანგრძლივობა მცირეა, მზეც ნაკლებადაა, რის გამოც ჰიპოვიტამინოზი ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლება იქცეს. მარტივი ტესტის საშუალებით, შევამოწმოთ, რომელი ვიტამინი აკლია ჩვენს ორგანიზმს.
ტესტი № 1 თუ მცირე დაჟეჟილობის დროსაც კი, კანზე სილურჯეები წარმოიქმნება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში С, К, Р ვიტამინების ნაკლებობა.
ტესტი № 2 თუ მუდმივად თავბრუსხვევა და ყურებში ხმაური გაწუხებთ, შეიძლება В3 და Е ვიტამინების, ასევე კალიუმისა და მაგნიუმის ნაკლებობას ჰქონდეს ადგილი. ამ ვიტამინების ორგანიზმზე ზემოქმედებას აძილიერებს С ვიტამინთან ერთობლიობა.