6 რჩევა, რომელიც დაგამშვიდებთ ფეხმძიმობა 40 წლის ასაკში დღეს აღარავის უკვირს. ბევრი ქალი სხვადასხვა მიზეზების გამო სწორედ ამ ასაკში გეგმავს ბავშვის გაჩენას. უფრო ხშირად კი ეს მოულოდნელი სიურპრიზია ქალისთვის - შვილები უკვე გაჩენილი ჰყავს, სულ სხვა გეგმები აქვს და აი, აღმოჩნდება რომ ფეხმძიმედაა. პირველ სიხარულს ხანგრძლივი ნერვიულობა ცვლის. მომავალი დედა უამრავ საკითხზე იწყებს ფიქრს: ბავშვი ჯანმრთელი იქნება? ნაყოფი რომ ვერ შევინარჩუნო? ფეხმძიმობის შემდეგ მომხიბვლელობა რომ დავკარგო? ფეხმძიმობა არ შეიძლება იყოს გვიანი ქალისთვის, რომელიც შვილის გაჩენას აპირებს. ფსიქოლოგები კონკრეტულ კითხვებზე ამომწურავ პასუხეს იძლევიან რათა მომავალმა დედამ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახოს.
1. მეშინია, რომ ჩემს ასაკში მშობიარობას გართულება მოჰყება...
ფსიქოლოგის კომენტარი: მშობიარობას გართულება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოჰყვეს. დღეს მედიცინა ისეა განვითარებული, რომ ყველა საფრთხე მინიმუმადეა დაყვნილი. თქვენ მარტო არ იქნებით თქვენსა და თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე გამოცდილი სპეციალისტების იზრუნებენ. გარდა ამისა, თქვენს მშობიარობას შეიძლება დაესწროს ადამიანი, ვინც გაგამხნევებთ.
2. როგორც ვიცი, "გვიანი" ბავშვები პათოლოგიებით იბადებიან...
ფსიქოლოგის კომენტარი: ყოველდღიურად, 40 წლის ქალები სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობა, ნებისმიერ ასაკში, მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯია და კვალიფიციურ სამედიცინო კონტროლს საჭიროებს. თუ უკვე ფეხმძიმედ ხართ, მიმართეთ ქალთა კონსულტაციას, ისინი მოგცემენ მიმართვას, გაიკეთებთ ექოსკოპიას და გამოიკვლევთ ნაყოფის მდგომარეობას.
3. ახალგაზრდა დედების გარემოცვაში თავს ბებერ ქალად ვიგრძნობ...
ფსიქოლოგის კომენტარი: ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ქალი აჩენს ბავშვს 40 წლის ასაკში და ზემოთ. ასე, რომ თეთრ ყვავად თავს არსად იგრძნობთ. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის და შეიძლება 5-10 წლით ახალგაზრდულადაც გამოიყურებოდეთ.
4. წამოზრდილ ბავშვს შერცხვებს ხნიერი დედის...
ასე არ მოხდება, თუ ბავშს საკუთარ აზრს არ მოახვევთ. აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვს, მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით რატომ მოხდა ასე. არც თქვენ და არც თქვენს გვიანი მშობიარობის გამო მორიდების შეგრძნება არ უნდა გქონდეთ. ბავშვს დედის სიყვარული და მხარდაჭერა სჭირდება და არა მისი ასაკი.
5. ბავშვი შეიძლება მალე დაობლდეს...
ფსიქოლოგის კომენტარი: სტატისტიკის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო ასაკი 65-70 წელია. ამიტომ, განგაშის ზარს დროზე ადრე ნუ ატეხავთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ ახლობლების მხარდაჭერა გქონდეთ, რომლებიც რთულ მომენტში თქვენს შვილს არ მიატოვებენ.
6. მშობიარობის შემდეგ მიმზიდველობას დავკარგავ...
ფსიქოლოგის კომენტარი: არ არის აუცილებელი. ალბათ არ იცით, რომ მშობიარობის შემდეგ უჯრედები ახალგაზრდავდება. ასე, რომ მშობიარობის შემდეგ გალამაზების შანსი უფრო გაქვთ. გარდა ამისა, თუ ფეხმძიმობის შემდეგ საკუთარ თავს არ დაივიწყებთ, ფიზიკურ ვარჯიშებს შეასრულებთ, დიეტას დაიცავთ, მრავალ ახალგაზრდა დედას აჯობებთ.
დაბოლოს, ფსიქოლოგის აზრით, გვიანი მშობიარობა ნერვიულობის საბაბს არ წარმოადგენს. მოთმინებით აღიჭურვეთ, ცოტა მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და თქვენი შვილი ჰარმონიული, მოსიყვარულე დედის ხელში გაიზრდება. გაეცანით სპეციალურ ლიტერატურას, დაესწარით ფსიქოლოგიურ ტრენინგებს და ყველა შიშსა თუ ფობიას ადვილად გადალახავთ.