ნუ გადაწყვეტთ, რომ ის წამალი, რომელმაც წინა გაციებისა და ხველის შემთხვევაში გიშველათ, ახლაც უნდა გამოიყენოთ 2 წლამდე ბავშვებისთვის ამოსახველებელი პრეპერატის (რომელიც ათხელებს ნახველს) მიცემა აკრძალულია. რისკი გვერდითი მოქმედებებისა აღემატება მის დადებით თვისებებს. ეს ეხება მასში არსებული მოქმედი ნივთიერებების: აცეტილცისტეინის, კარბოცისტეინის, ამბროქსოლის, სობრეროლის, ნელტენექსინის, ერდოსტეინის და ტელმესტეინის შემცველობას. დიდი რაოდენობით სითხე, ცხვირის გამორეცხვა, ჰაერის დატენიანება, გვაძლევს იგივე ეფექტს ყოველგვარი რისკის გარეშე.
სველი ხველის დროს, მსუბუქი ფორმის ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული ინფექციის დროს, ამოსახველები საშუალებები არ არის საჭირო, 2 წელზე უფროსი ბავშვებისთვისაც, რადგან უმრავლეს შემთხვევაში მათი გამოყენება აძლიერებს ხველას.
რაკი ხველა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებლი სიმპტომია, უამრავი წამალი არსებობს მის საწინააღმდეგო. თუმცა ეფექტურობა ნაკლები აქვს უმრავლეს მათგანს, ზიანი კი - მეტი. მით უმეტეს, რომ ხველის ნაირგვარობა იმ პირობებზეა ხოლმე დამოკიდებული, რომელშიც ბავშვი იმყოფება და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
ძირითადი მკურნალობის სტრატეგია ხველების მკურნალობის დროს - თავად მკურნალობის ფაქტია. ამოსახველებელი პრეპარატების მიცემა არა თუ არ აუმჯობესებს ბავშვის მდგომარეობას, არამედ უზრუნველჰყოფს ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კომფორტს.
რა უნდა ვქნათ? ისევ და ისევ: დიდი რაოდენობით სითხე, ცხვირის გამორეცხვა, ჰაერის დატენიანება და კარგი ექიმი, რომელიც ინდივიდუალურად, ფილტვებისა და ბრონქების გასინჯვის შემდეგ დანიშნავს წამალს (სასურველია, ეს წამალი ბუნებრივი, მცენარეული იყოს და არა ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული). თვითნებურად ნუ გადაწყვეტთ, რომ ის წამალი, რომელმაც წინა გაციებისა და ხველის შემთხვევაში გიშველათ, ან თქვენი მეზობლის ბავშვს გამოადგა, ისევ უნდა გამოიყენოთ. შემთხვევები სხვადასხვაგვარია და ექიმის ჩარევის გარეშე მიღებულმა ამგვარმა გადაწყვეტილებამ, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს. და თუ ბავშვის ხველა დღე-ღამეში 7-8 შემთხვევას არ აღემატება, ამ შემთხვევაში წამალი არც უნდა გამოიყენოთ.
იტალიური ჟურნალი Test Salute