ჰორიზონტალურ მწკრივში იპოვეთ თქვვენი ნიშანი, ვერტიკალურში კი - თქვენი მეუღლის ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნების სერიოზული ანალიზის გარდა პერიოდულად მსგავს ცხრილებსაც გვთავაზობენ. ამ ცხრილის მიხედვით შეგიძლიათ დაადგინოთ, როგორი მშობლები ხართ თქვენ და თქვენი მეუღლე, რამდენად მოწონხართ თქვენს შვილებს ან როგორი იქნება თქვენი შვილი (ან სულაც, როგორი მშობლები გყავდათ თავად და როგორ მოგწონდათ ისინი). ჰორიზონტალურ მწკრივში იპოვეთ თქვვენი ნიშანი, ვერტიკალურში კი თქვენი მეუღლის. მათ კვეთაზე მოცემული ციფრის განმარტება კი ქვევით ამოიკითხეთ. მართალია, ეს ცხრილი უფრო გასართობია, ვიდრე წინასწარმეტველება. ამიტომ ძალიან სერიოზულადაც ნუ მიიღებთ - ზოგჯერ გახალისებაც საჭიროა.
1. თუ მშობლები შვილის მეგობრები იქნებიან, ის კეთილი ადამიანი გაიზრდება.
2. ემოციურად ძალიან ბევრს აძლევენ პატარას, ყველაფერ საუკეთესოს აკეთებენ მისთვის.
3. მსუბუქები არიან ბავშვთან ურთიერთობაში და მას საზრიანობას უვითარებენ.
4. სწრაფად ამყარებენ ბავშვთან ემოციურ კონტაქტს და მის აღზრდას სერიოზულად უდგებიან.
5. შვილი უზომოდ უყვართ, მისგანაც საპასუხო სიყვარულს იღებენ, მაგრამ მის შინაგან სამყაროს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
6. დედა ძალიან საქმიანია. მამა საფენის გამოცვლაში, უფროსი შვილის მეცადინეობაში და საოჯახო საქმეების მოგვარებაში უფროა ჩართული.
7. ბავშვები მამას პატივს სცემენ და მეტი რიდი აქვთ მისი, დედა კი მათთვის მეგობარია.
8. მშობლებს სურსთ, ბავშვი მუდმივად კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ, მიჯაჭვულნი არიან შვილზე და წესრიგისთვის სიმკაცრის გამოჩენა უწევთ.
9. დედა უფრო ყურადღებიანია შვილის მიმართ, როცა ბავშვი წამოიზრდება, მამასთან მჭიდრო მეგობრული კავშირი ექნება.
10. თუ ბავშვის აღზრდას მეტად სერიოზულად უდგებით, ბავშვს შეიძლება შთაბეჭდილება შეექმნას, რომ მშობელი თავისუფლებას უზღუდავს.
11. შეეცადეთ, ბავშვს გაუფართოოთ ინტერესების სფერო, დაეხმარეთ, რომ განუვითარდეს როგორც შემოქმედებითი, ასევე ლოგიკური აზროვნება.
12. მშობლებს უყვართ შვილი. მიაჩნიათ, რომ ის მათი გაგრძელებაა.
13. ბავშვთან სრული ურთიერთგაგება უნდა გქონდეთ.
14. თუ დედას მამისგან განსხვავებული ტემპერამენტი აქვს, ეს ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვის აღზრდაზე. თუმცა, ბავშვი ძლიერი ხასიათის გაიზრდება.
15. დედას და მამას შვილის აღზრდაზე საერთო წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. მან ორივე მშობლისგან მაქსიმალური ყურადღება და სითბო უნდა იგრძნოს.
16. თუ ორივე მშობელს ოჯახში ლიდერობა სურს, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ, ბავშვის საკეთილდღეოდ, ერთ-ერთმა პოზიცია უნდა დათმოს.
17. ნუ გაჯიუტდებით, თუ მშობლები საერთო ენას გამონახავენ, მათ შვილს ბედნიერი ბავშვობა ექნება.
18. მეგობრული მშობლები ბავშვის შინაგან სამყაროზე დადებით გავლენას ახდენენ.
19. ოჯახის შესანარჩუნებლად რაღაცებზე თვალის დახუჭვა მოგიწევთ. თქვენი ხშირი კამათი ბავშვს საკუთარ თავში ჩაკეტილ პიროვნებას გაზრდის.
20. თუ მშობლებს შორის ურთიერთგაგება არ იქნება, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ბავშვის ბუნებას. ოჯახის გამო დათმობაზე წასვლა მოგიწევთ.
21. ბავშვისთვის დედა და მამა საუკეთესო მეგობრები და საყრდენები არიან. ბავშვი ისე გაზარდეთ, რომ სამყაროზე ოპტიმისტურ წარმოდგენა ჰქონდეს.
22. პატარ-პატარა კინკლაობით მეუღლესთანაც გაიფუჭებთ დამოკიდებულებას და ბავშვის ფსიქიკასაც დააზიანებთ.
23. თუ ოჯახში თბილი და ჰარმონიული დამოკიდებულება იქნება, ბავშვი სიყვარულში გაიზრდება.
24. სრული ურთიერთგაგება - აი, რა სჭირდება პატარას.
25. ერთმანეთზე განაწყენებული მშობლების შვილი ჩაკეტილი პიროვნება გაიზრდება. მეუღლეზე გაბრაზების ჯავრს ბავშვზე ნუ იყრით.
26. იდეალური წყვილი ბავშვისთვის მისაბაძი იქნება და დიდობაში გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება.
27. თუ მეუღლეზე განაწყენებული ხართ, ეს არ უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ ბავშვს ყურადღება მოაკლოთ.
28. ბავშვის მიმართ იყავით მოსიყვარულე და ყურადღებიანი.
29. იყავით შეყვარებული მეუღლეზე და საკუთარ შვილზე.
30. ისწავლეთ შვილის მოსმენა.
31. მოსიყვარულე და ყურადღებიანი მშობლები ბედნიერ ბავშვს გაზრდიან.
32. თავგადასავლები და მხიარულება ბავშვს თქვენთან მოწყენის საშუალებას არ მისცემს.
33. არაკომფორტული დამოკიდებულება შეიძლება განქორწინების მიზეზად იქცეს, მაგრამ ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ისე, რომ ბავშვმა რომელიმე მშობელი დაკარგოს.
34. საკუთარ განცდებსა და ნერვიულობას ბავშვთან ნუ გამოხატავთ.
35. თბილი და გამგებიანი მშობლები კარგს ატმოსფეროს შეუქმნიან ბავშვს გასაზრდელად.
36. ჰარმონიულ გარემოსა და ნაზ გრძნობებში აღზრდილი ბავშვი რომანტიკული გაიზრდება და გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამოახვა არ გაუჭირდება.
37. ძალიან ცოტა მშობელს ესმის შვილის.
38. მეგობრული და გამგებიანი მშობლები ძლიერ და საკუთარ თავში თავდაჯერებულ ბავშვს გაზრდიან.
39. თქვენი მოწყენილობა და უინტერესობა ბავშვს არაფერში გამოადგება, მაგრამ თუ დაძლევთ, თქვენი შვილი ყოველმხრივ განათლებული გაიზრდება.
40. მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში ბავშვს დადებითი როლი შეაქვს.
41. ბავშვებიც მწვავედ განიცდიან მშობლებს შორის დაძაბულობას.
42. თქვენ შეგიძლიათ თქვენს შვილს ბევრი ბედნიერი დღე აჩუქოთ.
43. თქვენი შვილისთვის კომფორტული იქნება მეგობრულ ოჯახში გაზრდა.
44. ბავშვის თანდასწრებით მეუღლესთან ურთიერთობის გარჩევას მოერიდეთ, ასეთი სტრესი გულჩათხრობილ პიროვნებას გაზრდის.
45. ბავშვობიდან უნერგავთ პატარას სიყვარულის გრძნობას.
46. მშობლების კამათზე პატარა უარყოფითად რეაგირებს. იზრუნეთ ოჯახში ჰარმონიის შექმნაზე.
47. პატარაობიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი ყურადღებას.
48. ბავშვის გაჩენის შემდეგ მეუღლეებს ბევრი შრომა და ნაკლები რომანტიკა აქვთ, მაგრამ ბავშვის გამო უნდა მოითმინოთ.
49. მუდმივი ურთიერთობა არ არსებობს. ამიტომ, თუ პარტნიორში დარწმუნებული არ ხართ, ბავშვს ნუ გააჩენთ, ხოლო თუ გააჩენთ, შეინარჩუნეთ ურთიერთობა.
50. ეცადეთ, თქვენმა შვილმა თქვენ გვერდით არ მოიწყინოს, დაეხმარეთ შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
51. შეთანხმებული წყვილი ყველა სირთულეს დაძლევს და ჩვილიდან ღირსეულ პიროვნებას გაზრდის.
52. ბავშვის კეთილდღეობისთვის ბევრი ძალისხმევა გმართებთ.
53. ოჯახში თბილი, ჰარმონიული სიტუაცია უნდა იყო. ვნებიანი წყვილი ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევს და ის უყურადღებო და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაიზრდება.
54. ხშირად მიეცით ბავშვს თვითგამოხატვის საშუალება.
55. ორივე მშობელმა მეტი დრო ნდა გაატაროს შვილთან, რათა ბავშვს ყურადღების დეფიციტი არ შეექმნას.
56. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვის გონებრივ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.
57. კრეატიული მშობლები შვილს დაუვიწყარ ბავშვობას აჩუქებენ.
58. ბავშვები მუდამ მოწყენილები არიან, არ იციან რამდენი საინტერესო არსებობს ქვეყანაზე. დააინტერესეთ ისინი.
59. კამათისას ეცადეთ დაუთმოთ მეუღლეს, ჯიუტად ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის მტკიცებას.
60. არ არის აუცილებელი, ბავშვს თქვენნაირი გემოვნება, ხასიათი, მისწრაფებები ჰქონდეს. პატივი ეცით მის აზრს, არჩევანს.
61. გიყვარდეთ თქვენი მეუღლე, გიყვარდეთ თქვენი შვილი, გიყვარდეთ ოჯახი, რომელიც შექმენით. თქვენს მაგივრად მას ვერავინ შეინარჩუნებს და გააბედნიერებს.
62. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ბავშვი თქვენგან ძალიან ბევრ კარგს ისწავლის.
63.თქვენს ოჯახში მეგობრობა და სიყვარული იდეალურადაა შერწყმული. ეს კი ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის შესანიშნავი გარემოა.
64. მეტისმეტად გიყვართ წესრიგი, მაგრამ ბავშვს ყოველთვის რეჟიმში ყოფნა არ შეუძლია.
65. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვის გონებრივ, სულიერ და ფიზიკურ განვითარებას.
66. კრეატიული მშობლები შვილს დაუვიწყარ ბავშვობას აჩუქებენ.
67. ბავშვები მუდამ მოწყენილები არიან, არ იციან რამდენი საინტერესო არსებობს ქვეყანაზე. დააინტერესეთ ისინი.
68. კამათისას ეცადეთ დაუთმოთ მეუღლეს, ჯიუტად ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის მტკიცებას.
69. არ არის აუცილებელი, ბავშვს თქვენნაირი გემოვნება, ხასიათი, მისწრაფები ჰქონდეს. პატივი ეცით მის აზრს, არჩევანს.
70 ძალიან მოსიყვარულე მშობლები ხართ. თქვენი შვილი თქვენით ყოველთვის კმაყოფილი იქნება
71. ბავშვთან მეტად სცადეთ საერთო ენის გამონახვა
72. ბავშვის აღზრდის საკითხების გამო ოჯახის წევრებს შორის კამათი მასაც გადასდებს დაძაბულობას. ეცადეთ ყოველთვის პოზოტივი უჩვენოთ.
73. ამ წყვილს რთულად გამოსდის ბავშვის გაბედნიერება, თუმცა შეგიძლიათ საპირისპიროც დაამტკიცოთ.
74. თუ ძალიან მკაცრი იქნებით, ბავშვს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მშობელი თავისუფლებას უზღუდავს.
75. თუ მეუღლეები ხშირად დაუთმოენ ერთმანეთს, ბავშვი უფრო კეთილშობილი და ალერსიანი გაიზრდება.
76. ცოლ-ქმრის გულგრილობა ერთმანეთის მიმართ ოაჯხს ჩიხში შეიყვანს. პირველ რიგში, ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეთ.
77. ნამდვილად შეგწევთ უნარი, შვილს უბედნიერესი ბავშვობა აჩუქოთ.
78. ბავშვები თქვენთან მოწყენილები არიან. ეცადეთ მათ აღზრდაში მეტი მრავალფეროვნება შეიტანოთ.