შეავსე ტესტი და გაიგე პასუხი
თავისუფალ დროს გიყვარს:
ა) სიმღერა. ხატვა, ძერწვა;
ბ) ეზოში ბავშვებთან ერთად თამაში;
გ) კროსვორდების და თავსატეხების ამოხსნა.
ქუჩაში სეირნობისას ყურადღებით აკვირდები:
ა) ხეებსა და ყვავილებს;
ბ) ლამაზ მანქანებს, მაღაზიებს;
გ) გამვლელების სახეებს, მაინტრესებს, რაზე ფიქრობენ.
თუ ცუდი ნიშანი მიიღე ან მასწავლებელმა შენიშვნა მოგცა:
ა) რაც არის არის, ვერაფერს ვიზამ.
გ) აუცილებლად ვეტყვი მშობლებს და დავპირდები, რომ უკეთ ვისწავლი
დ) მომდევნო კვირაში გამოვასწორებ.
წიგნის წაკითხვა დაგავალეს, შენ რომელს აირჩევ?
ა) ლექსების კრებულს;
ბ) სათავგადასავლო ლიტერატურას;
გ) რაიმე ფსიქოლოგიურს.
ცუდ ხასიათზე დგები, როცა...
ა) მარტო ვარ და ვერავის ვუზიარებ ჩემს ფიქრებს;
გ) როცა დავალებას მაძლევენ, მაგრამ არ მეუბნებიან, როგორ უნდა შევასრულო.
დ) სახლში ხალხმრავლობაა და მეცადინეობას ვერ ვახერხებ;
ახლა გავეცნოთ შედეგებს, თუ შენს პასუხებში ჭარბობს:
"ა" ვარიანტი: ხელოვანი - გარშემო ყველაფერში სილამაზეს ეძებ. ეცადე, მეტი დრო დაუთმო ხატვას, ცეკვას ან სიმღერას. შესაძლოა, შენგან კარგი მსახიობიც გამოვიდეს.
"ბ" ვარიანტი: ლიდერი - მმართველობის ნიჭი გაქვს. თავისუფლად შეგიძლია ხალხი აიყოლიო. მომავალში პრეზიდენტი თუ არა, მინისტრი მაინც იქნები.
"გ" ვარიანტი: მეცნიერი - ძალიან გიყვარს რაღაც ახლის ძიება. მზად ხარ, ყველას შენი ცოდნა გაუზიარო. ფანტაზიორიც ხარ, ალბათ დიდი მეცნიერი ან გამომგონებელი გამოხვალ.