მათ ბედნიერების საიდუმლოს მიაგნეს! მოკაბების ოჯახი კალიფორნიაში ცხოვრობს და მსოფლიოს აღაფრთვანებს თავისი ცხოვრების წესით. ისინი ყოველთვის ოცნებობდნენ ქალაქიდან სოფლად გადაბარგებაზე. სურდათ, გაქცეოდნენ ქალაქის ხმაურს, ქაოსს და ბუნებასთან ახლოს ეპოვათ სიმშვიდე და ოჯახური სიმყუდროვე, გაეკეთებინათ ყველაფერი საუკეთესო ბავშვების განვითარებისთვის. გამოუვიდათ კიდეც!
ისინი მართლაც გადაბარგდნენ სოფლად, მდინარესთან ახლოს დასახლდნენ და იქ ზრდიან თავიანთ შვილებს. ამბობენ, რომ ასე გაცილებით ბედნიერები არიან ისინიც და ბავშვებიც.
რა ჯობია სუფთა ჰაერზე სეირნობას, გართობას და ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნას? მათ ოჯახში არ არის არც ტელევიზორი და არც აიპადი, თუმცა აი, ასეთი სიმშვიდე და სიმყუდროვეა.
ბავშვები ხის სათამაშოებით თამაშობენ, მშობლებს ოჯახურ მეურნეობაში ეხმარებიან, ეზოშივე აწყობენ პიკნიკებს და დადიან სათევზაოდ. წიგნებს კი აქ გაცილებით დიდ პატივს სცემენ, ვიდრე აიპადებს.
როცა სიყვარულია და დიდი მონდომება, ოცნების ახდენა ნამდვილად შეიძლება.