ნიტრატებით გაჯერებული ნიადაგიდან ტოქსინები პირდაპირ მცენარეში, ნაყოფში ხვდება ნიტრატებით გაჯერებული ნიადაგიდან ტოქსინები პირდაპირ მცენარეში, ნაყოფში ხვდება. ნიტრატების მაქსიმალური კონცენტრაცია გაზაფხულზე აღინიშნება. სწორედ ამიტომაა, რომ პირველი მოსავალი ნიტრატებითაა გაჯერებული. იმის მიხედვით, მიწის ერთ კონკრეტულ ნაკვეთზე რამდენი მოსავალი მოვა, ნიტრატების რაოდენობა ნელ-ნელა დაიკლებს.
ნიტრატების მცირე რაოდენობა მოზრდილი ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში არაა. ის სწრაფად შეიწოვება და ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიდევნება. ხოლო, დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატი ორგანიზმისთვის საშიშია. განსაკუთრებით, ბავშვებისთვის.
ნიტრატები ადამიანის ორგანიზმში
საშიშია ის, რომ ფერმენტების ზეგავლენით ნიტრატები ნიტრიტებად გარდაიქმნება. სწორედ ეს უკანასკნელია საშიში. ისინი მოქმედებენ ადამიანის მიკროფლორაზე, იწვევენ ავიტამინოზს, იოდის დეფიციტს. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ფეხმძიმეები და ბავშვები.
ერთ წლამდე ბავშვებისთვის ნაადრევი ბოსტნეულის ჭამა არ შეიძლება. თუმცა, ნიტრატები არც მოზრდილებისთვისაა მაინცდამაინც უსაფრთხო. საშიშია იგი მეძუძური დედისთვისაც. მას ადვილად იწოვს ორგანიზმი, გადადის რძეში და საზიანოა ჩვილისთვისაც. ამიტომ, ფრთხილად იყავით, ნუ მიეძალებით საადრეო ბოსტნეულს.
ნიტრატების გასაუვნებელი მეთოდები
იმისათვის, რომ ბოსტნეულიდან საშიში ნიტრატები გამოდევნოთ, არ გააჩეროთ დიდხანს ოთახს ტემპერატურაზე, მაცივარში შეინახეთ.
სალათები სწრაფად მიირთვით, მათი შენახვა დაუშვებელია (ასე თავად კერძში მოხდება ნიტრატების ნიტრიტებად გარდაქმნა).
გულდასმით შეამოწმეთ ხილი და ბოსტნეული, მომჩვარული და მომპალი დაუნანებლად გადააგდეთ.
C და D ვიტამინები (ბუნებრივი ანტიოქსიდანტები) აუვნებელყოფენ ნიტრატებს.
ამიტომ სალათების შესაზავებლად გამოიყენეთ ლიმონის წვენი, სწორი ცხიმები: ზეითუნისა და სიმინდის ზეთები, ნაკლებად არაჟანი.