როცა გადმოვედით, დედაჩემმა თავის თავზე აიღო რემონტის საკითხი და მაშინ გავარემონტეთ დიზაინერი ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ცნობილია ყველაზე ხალისიანი და პოზიტიური ადამიანის სახელით. ამაში თვითონაც დავრწმუნდით. უჩვეულო და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მან "შინს“ უმასპინძლა და ყველა ოთახის კარი ფართოდ გაუღო.
- ძალიან მომწონს სახლი, სადაც არის დიდი სივრცე და ნათელი ოთახები. ძირითადად აკშერის ტიპის ბინებს ვანიჭებ უპირატესობას. უკვე დიდი ხანია დედაჩემთან ერთად ამ ბინაში ვცხოვრობ. გვყავს კიდევ ერთი ბინადარი, კუსა (კატას გულისხმობს). მანამდე ვაკეში ვცხოვრობდით, არაყიშვილის ქუჩაზე. რემონტი ახალი არ არის, როცა გადმოვედით, დედაჩემმა თავის თავზე აიღო რემონტის საკითხი და მაშინ გავარემონტეთ. მე არ ჩავრეულვარ, თუმცა ჩემი ხასიათი და გემოვნება მაქსიმალურად გაითვალისწინა. მხოლოდ მისაღები ოთახის ჭაღია ჩემი გემოვნებით შერჩეული, კაშკაშა და ლამაზი ფერები აქვს, იმართება პულტით, ყოველთვის ყურადღებას და მოწონებას იმსახურებს.
- ინტერიერის დეტალებში ხშირად შეგაქვთ ცვლილებები?
- არ მიყვარს სახლში ავეჯის და სხვადასხვა ნივთის გადაადგილება. როცა რაღაცას მივუჩენ ადგილს, არ მომწონს, თუ ვინმე გადააადგილებს. ვერ ვიტან არეულობას, ვცდილობ სახლში ყველაფერი წესრიგში იყოს.
- თითქმის ყველა კედელზე განთავსებულია ნახატები. კოლექციონერი ხართ?
- ყველა სურათი ნაჩუქარია. ჩემმა მეგობრებმა უნებლიეთ გამხადეს კოლექციონერი. ბევრი მათგანი ავტორის ნაჩუქარია. აქ ნახავთ დათო მელიქიშვილის, უტა ბექაიას, ნანუკა ჯაფარიძის, მაია ორჯონიკიძის ნახატებს. ჩემი პორტრეტი ეკუთვნის ნუცა კურცხალიას.
მისაღები ოთახი საკმაოდ დიდი და პრაქტიკულია. ოთახში განთავსებულია კუთხის რბილი ავეჯი, ჟურნალების მაგიდა, ტელევიზორის მაგიდა, რომლის თაროებზეც ვინახავ ჩემთვის ძალიან ძვირფას ნივთებს, ჩემს კარიკატურას, მუსიკალურ საკერავ მანქანას, მეგობრებმა სიმბოლურად მაჩუქეს. აქვეა გასაშლელი, სტუმრებისთვის განკუთვნილი მაგიდა, ტყავის სკამებით.
მისაღებ ოთახს საოცრად ალამაზებს ქოთნის მცენარეები. ძალიან მიყვარს ყვავილები, სახლში საოცრად კარგ აურას ქმნის. ყველა ყვავილს დედაჩემი უვლის დიდი სიყვარულით და ამაყობს თავისი ორანჟერეით. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები