ჩვენს ბაზრებზე ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტი მეტია ჯანმრთელი ხილი და ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს ბაზრებზე ნიტრატებით გაჯერებული პროდუქტი მეტია. როცა ნიტრატების შემცველობა დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება, შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს, მითუმეტეს, ბავშვებში. როგორ ამოვიცნოთ ნიტარეტებით მოწამვლა.
გაზაფხულზე, მკვეთრი ავიტამინოზის დროს, ძნელია უარი თქვა დახლებზე გამოტანილ მწავნილსა და ბოსტნეულზე. უმეტესობა კი ნიტრატებს შეიცავს. ეს უფროსი ადამიანის ორგანისმისთვისაა საშიში და ბავშვისთვის, მით უმეტეს.
გაზაფხულზე ყველაზე საშიში პროდუქტებია: სალათი, მწვანილი, კიტრი. მათი გადაჭარბებით მიღება არ შეიძლება არც დიდისთვის და არც პატარისთვის.
ექიმები დარწმუნებულები არიან, რომ ამგვარმა ვახშამმა შეიძლება სავადმყოფოში მოგახვედროთ. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშია ნიტრატები, რომლებსაც პირველი ხილი და ბოსტნეული შეიცავს. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მშობლები საკმაოდ გვიან იძახებენ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. თუმცა, ნიტრატებით მოწამლვა საგრძნობლად განსხვავდება სხვა სახის მოწამვლისგან.
ნიტრატებით მოწამვლის დროს გულისრევის შეგრძნება, ღებინება, კუჭის აშლა შეიძლება სუსტი იყოს. სწორედ ამან უნდა დააფიქროს მშობელი, რომ ბავშვი სხვა რამით დაავადდა.
ამიტომ, საგანგაშო სიმპტომების დროს აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ასეთებია: აქტიურობის დაქვეითება,
აპათიურობა,
სისუსტე,
ქოშინი მშვიდად ყოფნის დროსაც,
ტუჩებისა და ფრჩხილების სილურჯე,
ტკივილი მუცლის არეში.
უფროსების მოწამვლაზე რეაქციას იძლევა გულსა და ღვიძლზე. ამიტომ, უსიამოვნო შეგრძნებები შეიძლება იგრძნონ მუცლის ზედა ნაწილსა და მკერდში. ბავშვებს უჭირთ ტკივილის ახსნა. გართულებულ შემთხვევებში შეიძლება კრუნჩხვა, კოორდინაციის დაღვევა, გულის წასვლა, თავბრუსხვევა და თავის ტკივილი. გამოიწვიოს.
ამიტომ, ნუ იჩქარებთ ნაადრევი ხილ-ბოსტნეულის ბავშვისთვის შეთავაზებას. მითუმეტეს, ბევრს ნუ აჭმევთ. სიფრთხილე ყოველთვის ამართლებს.