როგორც ჩანს, წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს ანი გიუნტერისა და მისი მეუღლის - კახა არაბიძის ოჯახის დანგრევაზე ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ. ანი გიუნტერი ამ თემაზე არ ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ ეს მცირე გაუგებრობა იყო, რომელსაც წყვილი მალე გადალახავდა და რომ ოჯახი არ დანგრევიათ. თუმცა დღეს ცნობილმა ტელეწამყვანმა ასეთი შინაარსის პოსტი გაავრცელა:
"გავიდა დრო და ისევ ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა მესმის: "არ შერიგდით?" მეორე, წამში მოსდევს პირველს: "სხვა ვინმე ჰყავს?" დიახ, ჰყავს და ეს "სხვა" მე ვარ.
ჩვენ "სხვები" გავხდით ერთმანეთისთვის და დღეს მესამე მე ვარ. გიყვარდეთ ერთმანეთი და ნუ გახდებით სიყვარულისთვის "სხვები"..."
როგორც ჩანს, წყვილი საბოლოოდ დაშორდა ერთმანეთს. ანის კომენტარებში მეგობრები ამხნევებენ, თავადაც წერს, რომ მხნედ არის და დარმწუნებულია, "ესეც გაივლის".