მას "ძროხას" და "ქონიანს" ეძახდნენ - ეს ყველაზე "უწყინარი" სიტყვები იყო, რაც კი თავისი მისამართით გაუგონია კეტლინ სმიტი ამერიკის ქალაქ პორტლანდიდან ყოველთვის იყო დაცინვის ობიექტი თანატოლების მხრიდან. ის ხომ დიდი წონით გამოირჩეოდა. მას "ძროხას" და "ქონიანს" ეძახდნენ - ეს ყველაზე "უწყინარი" სიტყვები იყო, რაც კი თავისი მისამართით გაუგონია.
სკოლის დამთავრებემდე ის იწონიდა 190 კგ.-ს, როცა გოგონას სიმაღლე 165 სმ. გახლდათ! 1 წელიწადში გამოსაშვები საღამო ელოდა. ყველაზე მტკივნეული ის იყო, როდესაც მასზე ამბობდნენ: "შენი ზომის კაბა უბრალოდ არ არსებობსო".
სკოლის დამთავრებამდე 1 წლით ადრე გოგონა მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.
მშობლებმა დაიქირავეს ფიტნესის მწვრთნელი, რომელმაც შეიმუშავა ვარჯიშების კომპლექსი და ასევე შეუდგინა სპეციალური დიეტა.
გოგონა კვირაში 6 დღე ვარჯიშობდა, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. 15 თვეში 90 კგ დაიკლო! ინტენსიური წონის ვარდნის გამო ზედმეტი, ჩამოკიდებული კანის მოშორების აუცილებლობის საკითხი დადგა. ესეც გმირულად გადაიტანა.
მათთვის, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, მოტივაციის მიზნით გადაიღო ვიდეორგოლი, სადაც გახდომის ყველა ეტაპია აღბეჭდილი. კეტლინმა საკუთარ მაგალითზე გვაჩვენა, რომ ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა და თუ მოვინდომებთ, ყველაფერი შესაძლებელია.