სტასმა თავად უპასუხა ყველასთვის საინტერესო კითხვას მას შემდეგ, რაც ნახევარფინალიდან პროექტი მსახიობმა ჯანო იზორიამ დატოვა, არაერთი მოსაზრება გამოქვეყნდა "ფეისბუქში" - ჯანოს მეგობრებისა და გულშემატკივრების ნაწილმა უსამართლობად მიიჩნია პროექტიდან ჯანოს გავარდნა და უკრაინელი მსახიობის, სტანისლავ ბონდარენკოს დარჩენა.
ისინი წერდნენ, რომ ბინა ჯანოს უფრო მეტად სჭირდება, რადგანაც გადაღებებზე თბილისში ფოთიდან უწევს სიარული.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს კითხვა "კულინარიულ დუელში" დაუსვეს. სტასი მიიჩნევს, რომ გამარჯვებულის ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ბინასთან დაკავშირებით კი, მან აღნიშნა, რომ თავადაც დიდი ხანი არ ჰქონდა ბინა რუსეთში და ამისთვის ბევრი იშრომა.
"რა თქმა უნდა, თუ აქ მექნება სახლი, ხშირად ვიქნები საქართველოში.
მე არ შემიძლია ამის გადაწყვეტა, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ მოიგებს და ვინ არა. მეც დიდი ხანი არ მქონდა საკუთარი ბინა რუსეთში, მაგრამ ბევრი ვიშრომე", - აღნიშნა მსახიობმა.
ნახეთ ვიდეო