გაგაცნობთ 5 მიზეზს, რათა თქვენ ყოველთვის ასე მოიქცეთ საოცარია, რამდენი სასარგებლო თვისება გააჩნია ძმარს. იგი ბზინვარებას ანიჭებს ჭიქებს, სარკეს, მეტლახს, ონკანს...
რა მოხდება ძმარი სარეცხის მანქანაშიც რომ დავუმატოთ? გაგაცნობთ 5 მიზეზს, რათა თქვენ ყოველთვის ასე მოიქცეთ.
1. ძმარს აქვს დამარბილებელი თვისება. ის დაგეხმარებათ უხეში ქსოვილების (პირსახოცი, თეთრეული) დარბილებაში.
2. ძმარს ლაქები გამოაქვს. ცხიმის, ოფლის ან ხილის ლაქას დაასხით ძმარი, გააჩერეთ და მერე რეცხვსასაც ისევ დაუმატეთ ძმარი მანქანაში.
3. სამოსიდან გამოაქვს სპეციფიკური (მაგალითად ოფლის) სუნი.
4. თუ სამოსს მეორად მაღაზიებში ყიდულობთ, აუცილებლად გარეცხეთ ისინი ძმრის დამატებით. დამახასიათებელი სუნიც მოშორდება და უკეთესად გასუფთავდება.
5. ძმარი დაგეხმარებათ ქსოვილიდან ჟანგის ლაქა გააქროთ. ამისათვის მოამზადეთ ძმრისა და მარილის ფაფა, წაუსვით დალაქვებულ ადგილს. შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ.
გარდა იმისა, რომ ძმარი კარგია სარეცხისთვის, იგი მანქანასაც დადებითად ადგება. მასში ობი აღარ გაჩნდება.