"არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიტყვი: მინდა უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში..." „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დამთავრების შემდეგ ჯანო იზორიამ, ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნდა, სადაც მსახიობი თავის ემოციებს გვიზიარებს.
„არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ეს ემოცია, სიხარული... არ ვიცი... ერთი ვიცი,რომ დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას და დავბორიალობ ქუჩებში...
სასწაულების მჯერა, ისე სულ მიგრძნობდა გული, ჯერ არ ჩამოურბენია იმ თეთრ რაშს, არა ის მე არ გამომეპარება.
სასწაულია, პირველ რიგში ამდენ ადამიანს უყვარდე, თან ეს ყველაფერი ცამდე ბედნიერს გხდიდეს და თან გაშინებდეს. არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიტყვი: მინდა უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულშიიი...
თქვენ შეძელით ჩემთან ერთად გამარჯვება. ჩემი გულით სატარებელ წარმოუდგენელ ოცნებებშიც კი რომ ვერ წარმოვიდგენდი ლეგენდარულ სუხიშვილებთან თუნდაც წუთნახევარი სცენაზე კოფნას. ამ ყველაფერმა იმოდენა რწმენა გააღვივა ჩემში, რომ მჯერა კიდევ ერთხელ ვიტყვი სასწაულების... განაგრძეთ კითხვა