სიაში შეტანილია ის ფილმები, რომლებიც მშობელმა საკუთარ შვილს თინეიჯერობის პერიოდში უნდა აყურებინოს და მასთან ერთად თავადაც უყუროს. სიაში შეტანილია ის ფილმები, რომლებიც მშობელმა საკუთარ შვილს თინეიჯერობის პერიოდში უნდა აყურებინოს და მასთან ერთად თავადაც უყუროს.
როგორც შვილები, ასევე მშობლები ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან დასკვნას გამოიტანენ.
Good Will Hunting (ნიჭიერი უილ ჰანტინგი)
ყველაფერი, რაც შეიძლება მშობელმა შვილს უსურვოს და როგორც შეიძლება დაარიგოს, ერთ ფილმშია თავმოყრილი.
ურთიერთობებზე, ზოგადად ცხოვრებაზე, კარიერასა და გარშემო არსებული სოციუმის საპირისპიროდ წასვლის რისკებზე "ნიჭიერი უილ ჰანტინგი" ყველაზე ნამდვილ და სუფთა ისტორიას ასახავს.
"ვერასოდეს იპოვნი ისეთ გოგოს, რომელიც სრულყოფილი იქნება და ვერც შენ იქნები ოდესმე სრულყოფილი. მთავარი ისაა, რომ შეხვდე ისეთ ადამიანს, რომელთან ერთადაც თავს სრულყოფილად იგრძნობ", - ეუბნება რობინ უილიამსი მეთ დეიმონს და ამ და მრავალი სხვა ფუნდამენტურად საჭირო დარიგებით ქმნის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს მოზარდებზე და ამ ასაკის სირთულეებზე.
The lord of the rings (ბეჭდების მბრძანებელი)

პიტერ ჯექსონის ეპიკური ტრილოგია აუცილებელია ყველა მოზარდს ჰქონდეს ნანახი. გარდა იმისა, რომ ფენტეზის ჟანრის ხარისხიანი სურათები ხელს უწყობს წარმოსახვის საზღვრების გაფართოებას და ავითარებს ფანტაზიას, "ბეჭდების მბრძანებელი" სავსეა ჰეროიკული პერსონაჟებით, რომელთაგან ბავშვები საუკეთესო თვისებებს ისწავლიან.
Harry Potter (ჰარი პოტერის ფრენჩაიზი)

ფილმი, რომელიც ერთდროულად გასწავლის სიმამაცეს, მეგობრებისთვის თავგანწირვას, ყოველთვის სიკეთის მხარეს ყოფნას, სირთულეების დაძლევასა და თავიდან ბოლომდე ახდენს მაყურებლის ტელეპორტაციას ჯადოსნურ სამყაროში.
მაგიური შეგრძნებებისა და გამოცდილების მშვენიერი 8 სერიანი თავგადასავალი აუცილებელია საკუთარ შვილებთან ერთად ნახოთ და თან ნებისმიერ ასაკში.
Mean girls (საძაგელი გოგონები)

დრამის და კომედიის იდეალური ბალანსი. მთავარი დამსახურება, რაც ფილმს გააჩნია, არის ის, რომ მოზარდებს უჩვენებს, სკოლაში პოპულარობა განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს და არავისზე მაღლა არ გაყენებს.
მთავარი პერსონაჟის ტრანსფორმაცია უმანკო გოგონადან ამპარტავან მჩაგვრელამდე. ფილმი დელიკატურად წარმოაჩენს ყველა იმ მანკიერებას, რაც საკუთარი პიროვნების სხვაზე მაღლა დაყენებას მოჰყვება. ამის გამო რეკომენდებულია ეს სურათი სასკოლო ასაკის ყველა ბავშვმა იხილოს.
Fault in our stars (ბედის ვარსკვლავის ბრალია)

The fault in our stars არის ახალი თაობის რომანტიკული ფილმის ეტალონი. ჭკვიანური, მხიარული, კარგი გაგებით სენტიმენტალური და სავსე რეალური ემოციებით.
ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ რა და როგორ ხდება, როდესაც სიყვარული ჩნდება. შეიძლება ის პატარა ინსტრუქციად მივიჩნიოთ, აი ისეთად, ფილმებში რომ შენობების კედლებზეა "გატეხეთ ხანძრის შემთხვევაში".
ჯოშ ბუნის ფილმი ახალგაზრდა მაყურებელს ასწავლის, რომ სიყვარული ოდესღაც დასრულდება და რომ პატარა დროის მონაკვეთში დიდი ისტორიები უნდა შექმნა. გაითვალისწინეთ: თუ ამ ფილმზე არ იტირეთ, სასწრაფოდ ნახეთ, გესინჯებათ თუ არა პულსი.