ფხვიერი ორცხობილა "ქრიზანთემა" - გემო ბავშვობიდან ინგრედიენტები:
შაქარი 1 ჭიქა
კვერცხი 3 ცალი
სოდა ძმრით 0,5 ჩ/კ
კარაქი 250 გ
ფქვილი 2,5-3 ჭიქა
შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესი:
დაჭერით კარაქი, რათა ადვილად დარბილდეს. დიდ ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად, დაუმატეთ სოდა ძმრით და კიდევ ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ დარბულებული კარაქი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი! უმატეთ იქამდე, სანამ ცომის თქვეფა მიქსერით არ გაგიჭირდებათ. შემდეგ შეცვალეთ მიქსერი ხის კოვზით.
როცა ცომი კარგად გასქელედება, გააგრძელეთ მოზელა ხელით.