ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დღეს სტეფანეს დედის დაბადების დღეა მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, თუმცა, მისი დღევანდელი სენტიმენტალური პოსტი 18 წლის წინ გარდაცვლილ დედას ეძღვნება.. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ დღეს სტეფანეს დედის დაბადების დღეა:
"დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. 48 წელი შეუსრულდა და ახალგაზრდა დარჩა სამუდამოდ ჩემს მეხსიერებაში . ერთი ნაოჭიც არ ქონია. უკვე 18 წელი გავიდა რაც არარის აქ და პირველად ვულოცავ ესე ღიად (ისედაც ყურადღებით დიდად არ ვანებივრებდი). საქართველოში არ ვარ რომ ოჯახთან ერთად ავღნიშნო და არც ფოტო არ მაქვს თან ... მთავარი კი ის სიტყვები მახსენდება მისგან როცა ვაბრაზებდი : " სანამ დედა გყავს , არ დაბერდები". ჰოდა, ნაადრევად კი დავბერდი. (უცნაურია , როცა ჯანმრთელი ადამიანები უცებ გვტოვებენ და ამისთვის მზად არ ვართ)"
თეკლა ჟვანია