პასუხი მშობლებისთვის აქტუალურ შეკითხვაზე დაიწყო ზაფხულის ბოლო თვე და შესაბამისად გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი. მშობლებს აინტერესებთ, როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში.
რამდენიმე წლის წინ განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სწავლა არა პირველ სექტემბერს, არამედ თვის შუა რიცხვებში 14-15 სექტემბერს დაიწყებოდა. საბავშვო ბაღები კი სააღმზრდელო პროცესს ხან სკოლის დაწყებასთან ერთად აახლებდა, ხან ერთი კვირით ადრე იღებდა აღსაზრდელებს.
წელს, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს – ხუთშაბათ დღეს დაიწყება. როგორც ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, საბავშვო ბაღებშიც ამავე დღეს მოხდება სააღმზრდელო პროცესის დაწყება. შემოდგომაზე კი, კიდევ სამი საბავშვო ბაღი გაიხსნება.
2016-2017 სასწავლო წლისთვის თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია გამოცხადებული იყო 12 000 თავისუფალ ადგილზე. სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს და ახალი ჯგუფების დამატება იგეგმება.
ციცი ომანიძე