მშობიარობის შემდეგ პირველი ინტიმური სიახლოვე პირველ ღამეზე ნაკლებ ამაღელვებელი როდია მშობიარობის შემდეგ პირველი ინტიმური სიახლოვე პირველ ღამეზე ნაკლებ ამაღელვებელი როდია. მას ახალი შეგრძნებები და მოულოდნელი მომენტებიც ახლავს. რომლისთვისაც მზად უნდა იყოთ.
თუ მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა, დაახლოებით 6 კვირის შემდეგ მეუღლესთან ფიზიკური ურთიერთობის აღდგენა უკვე შეიძლება. თუ დედა გრძნობს, რომ ძალები სრულად აღდგენილი აქვს, უფრო ადრეც შესაძლებელია ცოლ-ქმრული ურთიერთობების განახლება, ხოლო ისინი, ვისაც მშობიარობისას ნაკერების დადება დასჭირდა, შეიძლება ცოტა გვიან "ჩადგნენ ფორმაში".
რა მომენტებისთვის უნდა იყოთ მზად პირველი სიახლოვის დროს?
1. შხეფი თვალში
ახალნამშობიარევი ქალის მკერდი რძით არის სავსე. მას თან შეხება შეიძლება რძის გადმოდინების მაპროვოცირებელი გახდეს. ხოლო აქტიური მოძრაობისას რძის შხეფები არცთუ ესთეტურად იფანტება ირგვლივ.
2. ბავშვის ტირილი
მას მერე, რაც პაწაწინა თქვენი საძინებლის ბინადარი გახდება, ჯობია ერთმანეთს უსიტყვოდ გაუგოთ და ყველაზე უხმაურო სექსით დაკავდეთ.
3. ტკივილი
პირველი კონტაქტისას შეიძლება ქალმა ტკივილები იგრძნოს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მათ აწუხებთ, ვისაც ჩახევა, ჰემოროი, ზურგის ტკივილი ან სხვა სამშობიარო ტრავმები აღენიშნებოდა.
4. ცრემლები არ გაგიკვირდეთ
დიდი ხნის შემდეგ აღდგენილმა სიახლოვემ შეიძლება ჰორმონების ნამდვილი აფეთქება გამოიწვიოს. მზად იყავით იმისთვის, რომ ეროტიკული ტალღის ნაცვლად დამამშვიდებელი სცენების გამართვა მოგიხდეთ.
5. კონცენტრირების სირთულე
ქალისთვის, რომელიც ეს-ესაა დედა გახდა, ბოლომდე მოდუნება არც ისე ადვილია, მათ შორის საწოლშიც. მისდაუნებეურად, ემოციურად ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი შეიძლება თავში ყოვლად არარომატიკული აზრები ამოუტივტივდეს. "პამპერსი საყიდელია", "ეს სველი სალფეტკი რაღაც არ მ ომწონს, უნდა შევცვალო," ხორცის გამოღება დამავიწყდა საყინულედან" და ა. შ. ეს ზედმეტი დაძაბულობის შედეგია და თანდათან გაივლის