რამდენად სასარგებლოა ბავშვისთვის ზღვა? ლამაზი სიტყვა "ტალასოთერაპია", რომელიც ითარგმნება როგორც "ზღვით მკურნალობა", ყველასათვის ცნობილი არ არის. ამის გარეშეც ნებისმიერი მშობელი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში აუცილებელია ბავშვის ზღვაზე წაყვანა. ამ მოსაზრებას ამყარებს ექიმების პოზიციაც. ზღვის წყლის დადებითი თვისებები ბავშვის ორგანიზმზე ხომ დიდი ხანია დამტკიცებულია.
სარგებლობა №1: გაკაჟება
ზღვაზე წყალი ყოველთვის სხეულის ტემპერატურაზე დაბალია. წყალში ჩასვლისას ზედაპირული სისხლძარღვები ვიწროვდება, ხოლო სისხლი მიედინება შინაგანი ორგანოებისკენ. პირველივე შემცივნება იცვლება სითბოთი, სუნთქვა ხდება ღრმა, გულისცემა ხშირდება. ასეთი ვარჯიში სისხლძარღვებისთვის კარგი გამაჯანსაღებელი პროცედურაა. ამას ემატება ზღვის ჰიდრომასაჟის ზეგავლენა, რომელსაც ტონუსში მოჰყავს კუნთები.
რჩევა: ბავშვებისთვის მინიმალური ტემპერატურა უნდა შეადგენდეს +22°С-ს, ბანაობის ხანგრძლივობა - 2-3-დან 10 წუთამდე. 30 წთ-ის შუალედებით.
სარგებლობა №2: გაციების პროფილაქტიკა
ზღვის ჰაერი იონიზირებულია, გამდიდრებულია ზღვის მარილით, გაწმენდილია მტვრისაგან, მდიდარია უარყოფითი აეროიონებით. ყოველივე ეს ნამდვილი შველაა მტვრიანი ქალაქის ჰაერის შემდეგ. ასეთი დასვენების შემდეგ დაივიწყებთ, თუ რა არის ბავშვების ხშირი გაციება.
რჩევა: სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს რეკომენდებულია ყელისა და ცხვირის გამორეცხვა ზღვის წყლით. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ წყალს, სადაც ხალხის მასობრივი თავშეყრის ადგილებია.
სარგებლობა №3: ნივთიერებეთა ცვლის ნორმალიზება
პედიატრები სახლის პირობებშიც კი რეკომენდაციას უწევენ მშობლებს აბაზანაში წყალი იყოს ისეთი ტემპერატურის, რომ ბავშვი კი არ მოეშვას, არამედ აქტიურად იმოძრაოს, რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს.
რჩევა: ბავშვი წყალში რეფლექტორულად ამოძრავებს ხელ-ფეხს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეიძლება ასწავლოთ სხვადასხვა სახის აქტივობა წყალში.
სარგებლობა №4: ნერვული სისტემის გამაგრება
ყველას აქვს გამოცდილი წყლის დამამშვიდებელი ეფექტი. ზღვის წყალი შეიცავს ბრომის მარილებს, რაც ხელს უწყობს დაღლილობის და გაღიზიანების მოხსნას. იოდი საჭიროა ფარისებური ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ის ხსნის შფოთვას.
რჩევა: ზღვაში ბანაობის შემდეგ კანზე რჩება მარილის ფენა, რომელიც დიდხანს ზემოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე და აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. თუ ბავშვს არ უღიზიანდება კანი მარილიანი წყლისაგან და თუ წყალი სუფთაა, ნუ იჩქარებთ მის ჩამობანვას.
სარგებლობა №5: ზღვის წყლის სამკურნალო თვისებები
ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა ძალიან ჰგავს ადამიანის სისხლისა და უჯრედშორისი სითხის შემადგენლობას. ნატრიუმის, ქლორის, მაგნიუმის, კალიუმის ბრომისა და იოდის იონები აღწევს ორგანიზმში და დადებითად მოქმედებს ყველა სისტემის მუშაობაზე. ზღვის წყალი სასარგებლოა სასუნთქი სისტემის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის, ენდოკრინული დაავადებების და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
რჩევა: ზღვაში ბანაობის შემდეგ იზრდება კანის მგრძნობელობა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ამიტომ ზღვის აბაზანების შემდეგ ბავშვი გაამშრალეათ, ჩააცვით მშრალი ტანსაცმელი და წაუსვით მზისგან დამცავი მალამო.
სარგელობა №6: დადებითი ზეგავლენა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე
მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ზღვაზე დასვენების შემდეგ ბავშვი უფრო ენერგიული და მობილიზებულია. ზღვის წყალი ხომ იოდის და მიკროელემენტების საბადოა, რისი ნაკლებობის შემთხვევაშიც ბავშვს უქვეითდება ინტელექტუალური შესაძლებლობები.
რჩევა: იოდის ყველაზე დიდი კონცენტრაცია შეინიშნება დილით ადრე და საღამოს. ამიტომ ასეირნეთ ბავშვები დილით ადრე და საღამოს საათებში. ზღვაში ბანაობა არ არის ერთადერთი დადებითი მხარე ზღვაზე დასვენების დროს. სრულფასოვანი დასვენებისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე სეირნობა, ზღვის აბაზანები, თბილი ქვიშა, ქვებზე სიარული - ტერფების მასაჟისთვის და, რა თქმა უნდა, სიმშვიდე.
მშვიდ და სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!