ქართველმა დედამ ფსიქიატრიულშიც კი გამოამწყვდევინა, რომ როგორმე "მოერჯულებინა" ამ ადამიანს ავსტრალიაში ბევრი იცნობს. მას “რუს ტარზანს” უწოდებენ, თუმცა მას საქართველოსთან გაცილებით მეტი აქვს საერთო. 85 წლის კაცი თანამედროვე საზოგადოებას ჯერ კიდევ 60 წლის წინ განუდგა და გადარჩა – ნიანგებსა და ტახებს კლავდა საკუთარი ხელით და ასე გაჰქონდა თავი წლების განმავლობაში.
მიხეილ ფომენკო ქართველი თავადის ქალის ელისაბედ მაჩაბელის და ათლეტი დანიილ ფომენკოს ვაჟია. საქართველოში დაიბადა, თუმცა 1930-იანი წლების ბოლოს მისი ოჯახი იაპონიაში წავიდა ემიგრაციაში, ხოლო მას მერე, რაც იაპონიაში ჩინეთი შეიჭრა, ისევ მოუწიათ გაქცევამ – ამჯერად ავსტრალიაში.ენის ბარიერის გამო მიხეილს საკმაოდ გაუჭირდა ადაპტირება. ერთადერთი უცხოელი იყო სკოლაში. ფიზიკურად საოცრად ძლიერი გახლდათ, ათჭიდების ასპარეზობებში მედლებს იღებდა და 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე მონაწილეობის კანდიდატებს შორისაც კი გახლდათ.თუმცა მოულოდნელად, 25 წლის ასაკში გადაწყვიტა, საზოგადოებას გაშორებოდა და ავსტრალიის ჩრდილოეთით, აბორიგენებისკენ გაეშურა. იხილეთ გაგრძელება