"შიზოიდურად მიყვარს სისუფთავე, ხანდახან ვფიქრობ, ზედმეტიც მომდის" - ორი შვილის დედის ემოციური პოსტი ეს პოსტი ნუკა კვალიაშვილმა საკუთარ დაბადების დღეს მიუძღვნა და ერთგვარად, საკუთარი თავი წარუდგინა საზოგადოებას, თავისივე თვალით დანახული:
"24 წლის ვხდები და ამ 23 წლის განმავლობაში არასოდეს დაბადების დღე არ გადამიხდია, არასოდეს არ ყოფილა მატერიალური რაღაცეები ჩემთვის ძვირფასი, არ მაქვს არანაირი ძვირფასეულობა, გარდა ქორწინების ბეჭდისა, არასოდეს ვაქცევ ყურადღებას, რა ბრენდი აცვიათ ან მაცვია, არასოდეს არ მითხოვია ჩემი მეუღლისთვის რაიმე ძვირფასის შეძენა, თუ რამე მაქვს ან მქონია, ყველაფერი ჩემით. ყოველთვის მიყვარდა და მიყვარს ადამიანების დახმარება, არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად თუ მორალურად. არასოდეს არ მქონია პრობლემა მეგობრებთან, ყოველთვის ვარ კომუნიკაბელური, მეგობრული... არასოდეს ვყოფილვარ ამპარტავანი, წარმოდგენებით სავსე, ყოველთვის ვიყავი ძალიან ზარმაცი. ჩემი თავისთვის კარტოფილიც კი არ შემიწვია, 24 წლის ვხდებ.
შიზოიდურად მიყვარს სისუფთავე, ხანდახან ვფიქრობ, ზედმეტიც მომდის. არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება, არ ჩავდივარ მაღაზიაში ქუსლიანი ფეხსაცმელებით, საერთოდ არ დავდიარ ქუსლიანი ფეხსაცმელებით. ვაფშე საიდან სად წავედი, მინდოდა მეთქვა, რომ დაბ დღეს არ გადავიხდი და ვსო!!!"