ბიჭების ასაკი 5-8 წელია და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ კაბაევასა და პუტინის შვილები არიან ყოფილი რუსი ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელსაც გავრცელებული ჭორების თანახმად საიდუმლო ოჯახი აქვს ვლადიმერ პუტინთან, ორ ბიჭუნასთან ერთად გამოჩნდა საზოგადოებაში, რამაც მის ირგვლივ ახალი ჭორები ააგორა. ბიჭების ასაკი 5-8 წელია და ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ისინი სწორედ კაბაევასა და პუტინის შვილები არიან.
33 წლის კაბაევამ, რომელიც პუტინის საყვარლად 2008 წლიდან ითვლება, ბავშვები ყინულზე სრიალის წარმოდგენაზე წაიყვანა მოსკოვის "მეგასპორტ არენაზე". თვითმხილველების თქმით, ოლიმპიელს მარჯვენა ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთა და კამერების წინ მის დამალვას ცდილობდა. 63 წლის პუტინი, რომელიც 2013 წელს გაეყარა მეუღლე ლუდმილას, პირადი ცხოვრების შესახებ არასოდეს საუბრობს. განაგრძეთ კითხვა