ბევრმა დაუწუნა გამჭრიახ მამას ეს გადაწყვეტილება მამამ მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი სამი ტყუპი ერთმანეთისგან პენოპლასტის ფირფიტებით გააცალკევა. ჯეკ უაიტი ამბობს, რომ მისი პატარები გამუდმებით ჩხუბობდნენ ერთმანეთში.
მამამ სოციალურ ქსელში თავი მოიწონა თავისი გამოგონებით: "მორჩა საომარი მოქმედებები მანქანაში. ზოგჯერ ერთმანეთს წყლის ბოთლებსა და საწოვარას ართმევდნენ".
მათ გასაცალცალკევებლად 5 წუთი მოანდომა. ამის შემდეგ ჩაატარა ტესტ-დრაივი, რათა დარწმუნებულიყო თავისი გამოგონების ეფექტურობაში. "გამყოფები გავაკეთე პენოპლასტისგან".
"ბავშვებს ჯერ ძალა არ ჰყოფნით, რათა მოანგრიონ ისინი. ახლა კარგად იქცევიან, ამიტომ ყოველთვის თან ვატარებ მათ. გაამართლა გამყოფების გაკეთებამ, ასე შევინარჩუნე მშვიდობა".
ზოგიერთმა მშობელმა მოუწონა მამას გამოგონება და თვითონაც იგივე გააკეთა, ზოგიერთმა კი თქვა, რომ ასეთმა გამყოფებმა ავტოავარიის დროს შეიძლება საფრთხე შეუქმნას პატარებს.