დათო ტურაშვილმა პირდაპირ ეთერში ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა მწერალმა დათო ტურაშვილმა პირდაპირ ეთერში ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ მისულმა მწერალმა ინტერვიუს ბოლოს გადაცემის წამყვანს თავისი მეუღლის გასაგონად ერთი დელიკატური ფაქტის დადასტურება მოსთხოვა.
"დიანა, მინდა ჩემი ცოლის გასაგონად, საჯაროდ თქვა, ესპანეთში რომ ვცხოვრობდი, რა ქალს შევუყვარდი. შენ ხომ ნახე, დიანა, რა პერსპექტივაზე ვთქვი უარი, იცოდეს მაკა კეკელიძემ, რა ქალზე ვთქვი მის გამო უარი და ვუერთგულე, შეგიძლია ეს საჯაროდ დაასტურო? " - სთხოვა მწერალმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძეს. თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო...
"მახსოვს, რომ ესპანეთში შეგხვდი და შენ შესახებ რეპორტაჟი მქონდა" - უპასუხა ჟურნალისტმა, თუმცა ეს რესპოდენტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
"დიანა სულ სხვა რამეს გეკითხები, ის თუ გახსოვს, რა ქალს შევუყვარდი ესპანეთში და უარი ვუთხარი მაკას გამო. ეს დაადასტურე" - გაუმეორა წამყვანს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტს მისი სასიყვარულო თავგადასავლები სულაც არ ახსოვდა.
დათო ტურაშვილსა და მის მეუღლე მაკა კეკელიძეს თითქმის 20-წლიანი ქორწინება აკავშირებთ. წყვილს 3 ქალიშვილი ჰყავს და უკვე ბებია-ბაბუაც არიან.
" მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ხასიათებისა, მე და ჩემს ცოლს მაინც არასდროს გვიჩხუბია და მგონი ეს უფრო ჩემი ცოლის კეთილგონიერების დამსახურებაა, რადგან ის ადვილად ხვდება, რომ უკეთესია ჩემს წიგნებთან ვუღალატო, ვიდრე სინამდვილეში" - განაცხადა დათო ტურაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში.