ფეხმძიმობის ოცდამეთერთმეტე კვირა
დეკრეტის დაწყებიდან 7 დღე უკვე გავიდა, თქვენი პატარა დღითი დღე მსხვილდება, მუცელი - გეზრდებათ, მშობიარობა სულ უფრო გიახლოვდებათ.
თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:
ნესვი;
პატარას წონაა:
1 კილო და 500 გრამი;
პატარას სიგრძეა:
40-41 სმ.
რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეთერთმეტე კვირაში?
თქვენი ორგანიზმი ხვდება, რომ მშობიარობა ახლოვდება და თავისებურად ემზადება მისთვის. ამ პერიოდში გამოიყოფა ნივთიერება - რელაქსინი. ის გეხმარებათ მენჯის შეერთების გაფართოებაში, მისი შემაერთებელი ქსოვილი პლასტიკური ხდება და ადვილად იწევა. ეს აუცილებელია, რათა პატარას დაბადებაში არ შეეშალოს ხელი.
რას განიცდის პატარა ოცდამეთერთმეტე კვირის ფეხმძიმობისას?
პატარა აგრძელებს კუნთოვანი მასისა და კანქვეშა ცხიმის დაგროვებას. აქტიურად განაგრძობს განვითარებასა და ზრდას თავის ტვინი. ახლა მისი მასა მოზრდილი ადამიანის მასის 1/4-ს შეადგენს. თმის გამუქების შემდეგ პატარას ახლა უკვე თვალებიც უმუქდება, მასშიც გროვდება პიგმენტი. მაგრამ ქერათმიანი პატარები ცისფერი თვალებით იმიტომ იბადებიან, რომ თვალის გარსის შეფერადების პროცესი ნელა მიმდინარეობს. თუ ოჯახში ყველა მუქი ფერის თვალებით გყავთ, ნუ გეშინიათ ერთ წლამდე ბავშვი თვალის ფერს შეიცვლის, იმ შეფერილობის ექნება, რაც გენეტიკით ერგო.
აღსანიშნავია, რომ კუჭქვეშა ჯირკვალი ჩაერთო მუშაობაში. ახლა პატარას ორგანიზმში საკუთარი ინსულინი წარმოიქმნება, რომელიც ეხმარება საჭირო რაოდენობის შაქრის დარეგულირებას სისხლში.
როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეთერთმეტე კვირაში?
ნორმის მიხედვით წონაში 9 კილოზე მეტი არ უნდა გქონდეთ მომატებული. თუ ზედმეტი წონა გაქვთ, უნდა აკონტროლოთ რას ჭამთ და რა რაოდენობით. ექიმების აზრით, ფეხმძიმე ქალის კვება უნდა იყოს სწორი და სასარგებლო, ანუ გამორიცხეთ ყველანაირი მავნე პროდუქტი, მიირთვით მცირე ულუფებით დღეში 6-ჯერ.
სხვათა შორის, მომატებული კილოგრამების წყალობით, დაგიმძიმდებათ მიმოსვლა და თქვენი სიარული ბატისმაგვარი გახდება. ნუ შეგეშინდებათ, მშობიარობის შემდეგ სიარულის ჩვეულ მანერას დაუბრუნდებით.
ოცდამეთერთმეტე კვირის რჩევა
თუ ფიზიკურ აქტივობაზე აქამდე უარს ამბობდით, ფეხმძიმობის ოცდამეთერთმეტე კვირაში ინტიმური კუნთები მაინც უნდა გააძლიეროთ. შედეგად, კუნთები ელასტიკური გახდება და მშობიარობისას ნახეთქებსა და ჩახევებს აიცილებთ თავიდან. საუკეთესო ვარჯიში კეგელის გიმნასტიკაა. ის შეგიძლიათ საწოლში წოლის დროსაც აკეთოთ და რიგში დგომისასაც, - ვერავინ შეამჩნევს.