დიეტოლოგებს თქვენთვის კარგი სიახლეები აქვთ. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი საუზმე მთელი ოჯახისთვის? შვრიის ფანტელის ფაფა? ლორწოვანი ფაფა, რომლის დანახვაზეც ბავშვები იჯღანებიან? ნუ გააწვალებთ ოჯახის წევრებს, დიეტოლოგებს თქვენთვის კარგი სიახლეები აქვთ.
სასარგებლო საუზმე მეტაბოლიზმის ასამუშავებლად
მეტაბოლიზმის თემა ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. ამიტომ გვირჩევენ დიეტოლოგები საუზმის შვრიის ფაფით დაწყებას. ის იცავს კუჭის ლორწოვან გარსს და ასუფთავებს ნაწლავებს. აგრეთვე, იგი ენერგიის მომცემია ნელი ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სჭირდება ბავშვს.
თუმცა, დღეს, როცა შვრიის ფანტელების ათასნაირი სახეობა იყიდება, უნდა იცოდეთ, რომელი იყიდოთ. შვრიის დამუშავებისას მისი სასარგებლო პროდუქტების 90 პროცენტი იკარგება. მარცვალს ასუფთავებენ (დაემშვიდობეთ უჯრედისსა და ვიტამინებს), ფქვავენ (სალამი, სახამებელს) შემდეგი მოდიფიკაციით მომენტალური მომზადების ფაფად აქცევენ. ასეთ ფანტელებს ცხიმში ბრაწავენ, რის შედეგადაც კანცეროგენებით მდიდრდება და უმატებენ შაქარს (ზოგიერთი დღიურ ნორმაზე მეტ შაქარსაც შეიცავს). გასაგებია, რომ ასეთ პროდუქტს დიეტურს ვერ უწოდებ. საუზმეს კი - სასარგებლოს.
რა ვჭამოთ საუზმეზე?
გასტროენტეროლოგების აზრით, საუკეთესო საუზმე წიწიბურას ფაფაა ხაჭოთი და სანელებლებით (ეს უკანასკნელი - გემოვნებით). წიწიბურა წინა საღამოს შეგიძლიათ ცივ წყალში ჩაალბოთ, ის გაჯირჯვდება და ფაქტიურად, მოხარშვაც აღარ დასჭიდება - ისედაც რბილი და გემრიელი იქნება. თუმცა, მაინც წამოადუღეთ, დაუმატეთ კარაქი, ხაჭო და სანელებლები. სანელებლები, რომლებიც საუზმეს გაგიგემრიელებთ ცალკე საუბრის თემაა.
წაიკითხეთ ასევე: რა დავუმატოთ ფაფას, რომ უფრო სასარგებლო გახდეს
სანელებლები იმუნიტეტის ასამაღლებლად
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ვარიატს. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები.
ზაფრანა - საუკეთესო გამათბობელი სანელებელია. მას უმატებენ ხორციან და ბოსტნეულის კერძებში, აგრეთვე, ღვეზელებში. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს ნერვულ სისტემას.
შავი პილპილი - გემოვნების საკითხია. ჯანმრთელობის მხრივ კი, - სასარგებლო: შავი პილპილი გეხმარებათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში, ორგანიზმს იცავს გაცივებისგან. მდიდარია ცე, ე და ა ვიტამინებით, მიკროელემტებით: სპილენძითა და რკინით.
ჯავზი - აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. უფროსებო, გიყვართ უზმოზე ყავის დალევა? რა თქმა უნდა, კი, მაგრამ მშიერ კუჭზე არა! ყავა საუზმიდან ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით და ჩაუმატეთ დანის წვერით ჯავზი - ეს სასარგებლო სანელებელი თავისი გემოთი ადამიანს აბედნიერებს.
დარიჩინი - გათბობაში დაგეხმარებათ, აუმჯობესებს ნივთიერებათ ცვლას. საუზმეს მეტად ჯანმრთელსა და სასარგებლოს გახდის.