ეს სწავლის პროცესში შესამჩნევია და თანატოლებთან ურთიერთობაშიც აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, დამდეგი 2017 წლის მფარველი წითელი მამალია. მისი ტემპერამენტი, ხასიათი და გემოვნება არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზე აისახება, არამედ უკვე დაბადებულ და ასევე ჯერაც არდაბადებულ პატარებზე, რომლებიც ქვეყანას სწორედ 2017 წელს მოევლინებიან. ამ ბავშვების ხასიათს ლიდერის თვისებები განსაზღვრავს. მშობლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ, რომ პატარას არც ბუნებრივი თვისებები ჩაუკლან და არც "თავზე დაჯდომის" უფლება მისცენ.
ეს ბავშვები საოცრად მტკიცედ არიან დარწმუნებულნი საკუთარ სიმართლეში. ეს სწავლის პროცესში შესამჩნევია და თანატოლებთან ურთიერთობაშიც.
მშობლებმა მას მშვიდად უნდა აუხსნან იმ საკითხის ყველა მხარე, რომელიც მათ ცეცხლოვანი მამლის პირმშოს ეხება.
არ უნდა მოახვიოთ თავზე თქვენი აზრი. სასურველი გადაწყვეტილება თქვენ კი არ უნდა მიიღოთ, ისე უნდა მოიქცეთ, რომ ეგონოს, თითქოს "თავისი გაიტანა".
ცეცლოვანი მამლის წელში დაბადებული ბავშვისთვის მამა სასიცოცხლოდ საჭირო ადამიანია. მისგან შეითვისებს ის ძირითად ცხოვრებისეულ ფასეულობებს. სწორედ მამაკაცი გახდება ოჯახში ავტორიტეტი არამარტო ბიჭუნასთვის, ქალიშვილისთვისაც. მამის შემხედვარე გოგონას წარმოდგენა უნდა შეექმნას, რა ურთიერთობას უნდა ელოდოს საწინააღმდეგო სქესისგან. ურთიერთგაგება და მხარდაჭერა - ეს იქნება მომვალ-წელს მამა-შვილობის მტავარი დამადასიათებელი ნიშანი.
სამაგიეროდ დედისკენაა მიპყრობილი ოჯახის დანარჩენი წევრების ყურადღება. დედასთან მიმართებაში და მის მიერ მამისადმი გამოჩენილი განწყობით შეიცნობენ 2017 წელს დაბადებული შვილები მეგობრობას, უერთიერთმიჯაჭვულობას და პატივისცემას, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვებათ.
როგორები იქნებიან 2017 წელს დაბადებული ბავშვები?
მამლის წელში დაბედებული ადამიანები შესანიშნავი მასწავლებლები გამოდიან. საქმიანობენ არამარტო სკოლაში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებშიც და სიამოვნებით უძღვნიან თავს მომავალ თაობას. წელს დაბადებული ბავშვები შეიძლება გახდნენ წამყვანი ქირურგები, ინჟინრები და პოლიტიკოსები. შეუძლიათ უფროსობა და ძალა შესწევთ, უმსხვილესი პროექტებს უხელმძღვანელონ. ამიტომ არ შეზღუდოთ ეს ბავშვები, პირიქით, წაახალისეთ მათი შინაგანი პოტენციალი და ხასიათი. აკეთოს ის, რისკენაც გული მიუწევს და რაც კარგად გამოსდის. თუ ამ ბავშვებმა საკუთარი თავი და ადგილი იპოვეს ცხოვრებაში, ოჯახში ჰარმონია და სრული იდილია გარანტირებული გაქვთ.