დაურიგდებათ თუ არა საახალწლო საჩუქრები ბავშვებს მოახლოვდა დეკემბერი და გაჩნდა კითხვა, როდიდან დაიწყება და როდემდე გაგრძლედება ზამთრის არდადეგები საბავშვო ბაღებში.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საბავშვო ბაღებში არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ანუ ბავშვები ბაღებს 9 იანვარს დაუბრუნდებიან და განაგრძნობენ სააღმზრდელო პროცესს.
შარშან ასევე გარკვეული გაუგებრობა იყო საახალწლო საჩუქრებთან დაკავშირებით, რომლებსაც თოვლის პაპა ურიგებს ხოლმე ზეიმებზე. როგორც ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, წელს საჩუქრები იქნება - ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აქ არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და სასწავლო პროცესი 16 იანვარს განახლდება.
ციცი ომანიძე