ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო" - მშობლები

ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო"

2016-12-16 07:04:39+04:00

ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო", რომლის გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა, 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე. "მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო"

ფოტოგალერეა

ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო", რომლის გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა, 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

მთავარი გმირის, ზაურის როლის შემსრულებელი მსახიობი ბადრი კაკაბაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მისი სახელი მაყურებლისთვის უპირველესად ზაურის როლთან ასოცირდება:

- ამ ფილმით გამიცნო მაყურებელმა. თუმცა მანამდეც მქონდა პატარა-პატარა როლები ნათამაშები. მაშინ 21 წლის ვიყავი, ისეთ არტისტებთან მომიწია მუშაობამ, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე... დღეს აღარავინ არის ცოცხალი, ყველაზე ბოლოს ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, ახლა მგონი, ჩემი ჯერი დადგა. ზაურს მხიარულებითა და ენამოსწრებულობით ვგავარ. სხვა რითი უნდა ვგავდე - ხომ გახსოვთ, როგორ ახასიათებენ: "რა კაცი ხარ, კაცო: ქარაფშუტა შენა ხარ, ქარიხვეტია და ვინ იცის, კიდევ რა..."

გახსოვთ სცენა, ბესომ რომ გამარტყა? ვიცოდი, რომ უნდა დაერტყა და მომზადებული ვხვდებოდი, ინსტინქტურად თავს ვწევდი. ფილმის რეჟისორს, თემურ ფალავანდიშვილს გაუფრთხილებია: მაგი დარტყმას მარჯვენა ყბაში ელოდება და მარცხენაში უთავაზეო. მომიქნია და რა მომიქნია, იმ ცხონებულმა ბესო ხიდაშელმა ზომა-წონა არაფერში იცოდა, მართლა რაჭული დათვი იყო. გვარიანად შემაჟრიალა, როგორც რეჟისორს სურდა, ზუსტად იმგვარად. ისე ბუნებრივად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარც გადაუღიათ.

- თქვენს პარტნიორზე, დარინას როლის შემსრულებელზე, რას გაიხსენებთ?

- იმ დროს ჩეხოსლოვაკიელების უპირველესი მსახიობი იყო, ჩემზე ორიოდ წლით უფროსი...

განაგრძეთ კითხვა