აი, რა შეიძლება დაგმართოთ რძის გასაშრობმა ჩვეულებრივმა წამალმა, თუ მას ექიმის გარეშე მიიღებთ მეძუძურო დედებო წაიკითხეთ!!! ერთი პოსტი ვნახე მეძუძური დედის და გადავწყვიტე, ერთი საინტერესო ფაქტი მოგიყვეთ!!!
ჩემი პატარა ორი წლის და ექვსი თვის იყო და კიდევ არ აპირებდა ძუძუსთვის თავის დანებებას. ინტერნეტში ერთ-ერთ სამედიცინო საიტზე წავიკითხე რძის შესაშრობი წამლის სახელი და ვიფიქრე, რომ თუ გავიშრობდი რძეს, თავისთავდ დაანებებდა ბავშვი თავს. ვიყიდე აფთიაქში და ურეცეპტოდ მომცეს.
მეორე დღეს დავლიე, ჩვეულებრივად ვჭამე საჭმელი და გავეფი გარეთ, არანაირი რეაქცია არ ჰქონია წამალს. დაწოლის წინ საღამოს დედაჩემს ვუთხარი, რომ წნევა გაეზომა - ცუდად ვიგრძენი თავი. რომ გამიზომეს, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ათი ნიშნულით მქონდა დაწეული წნევა, დავწექი ისე, რომ არაფერი დამილევია, რადგან დაბალწნევიანი ვარ და ხშირად ვყოფილვარ ასე.
გამთენიისას 5 საათზე ჩემმა პატარამ გამაღვიძა, ძუძუ მინდაო და თვალები რომ გავახილე და წამოდგომა ვცადე, ფეხები ვერ დავდგი. მეორე ოთახში ძლივს მივედი ხოხვით, რომ დედაჩემი გამეღვიძებინა. სანამ დედაჩემმა წმევის აპარატი მოიტანა, მუცლიდან რაღაც საშინელი ტკივილი წამოვიდა და ნელ-ნელა ზევით იწევდა, კისრამდე რომ მოვიდა, აღარაფერი მახსოვს... ისე გემრიელად დამეძინა, რაღაც არაამქვეყნიურად, ჩემს ერთადერთ შვილს გეფიცებით, გარდავიცვალე. ვერაფერს ვგრძნობდი.
ასევე იხილეთ: როგორ უნდა განსაზღვროთ, ყოფნის თუ არა რძე თქვენს პატარას?
დედაჩემის თქმით, ამ დროს პულსიც აღარ მესინჯებოდა, მკვდარი ვიყავი. მამაჩემი მკერდზე მირტყამდა ხელებს და ხელოვურ სუნთქვას მიკეთებდა, მე კი ამას საერთოდ ვერ ვგრძნობდი... ზუსტად ხუთი წუთის მერე გამეღვიძა... მამაჩემმა კიდევ ერთხელ მაჩუქა სიცოცხლე და მადლობა მას ამისთვის...
თქვენ კი, ქალებო, გთხოვთ, ინტერნეტში წაკითხული არც ერთი წამალი არ მიიღოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე! არ ჩააგდოთ თქვენი სიცოცხლე საფრთხეში!
ლია მაქაცარია