და რა განსხვავებაა ამ დროს იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ძუძუთი ან ხელოვნური საკვებით იკვებებოდნენ როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ბავშვებს, რომლებსაც ძუძუთი კვებავდნენ, უფრო მრავალფეროვანი მენიუ აქვთ 6 წლის ასაკში, ვიდრე იმ პატარებს, რომლებიც ხელოვნურ საკვებს მიირთმევენ.
ბავშვი იკვებება პროდუქტების ძალიან ვიწრო სპექტრით. ამიტომ დედის მცდელობა, რომ რაიმე ახალი პროდუქტი მიამატოს ბავშვის რაციონს, ხშირად მთავრდება სრული ფიასკოთი. ეს პრობლემა ბევრ მშობელს ეცნობა და აწუხებს.
ფრანგმა მკვლევრებმა შეძლეს იმ მიზეზების გამოვლენა, რაც ბავშვებს უარს ათქმევინებს ახალი საკვების გასინჯვაზე. მეცნიერები აკვირდებოდნენ 53 ახალშობილს, რომელთა ნაწილს კვებავდნენ დედის რძით, ნაწილს კი - ხელოვნური ნარევით. დამატებით საკვების მიცემამდე დედებს უთხრეს, შეეთავაზებინათ პატარებისთვის სხვადასხვა პიურე: სტაფილოს, გოგრის და მწვანე მარცვლეულის.
როდის და რა საკვებით უნდა გადაიყვანოთ ბავშვი დამატებით კვებაზე
აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც იკვებებოდნენ ძუძუთი, დიდი სიამოვნებით სინჯავდნენ სხვადასხვა სახის პიურეს, "ხელოვნურებისგან" განსხვავებით. 6 წლის ასაკში კი ძუძუთი ნაკვებ ბავშვებს უფრო მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდათ, ვიდრე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს. მეცნიერები თვლიან, რომ ძუძუთი კვების დროს რძეში ხვდება სხვადასხვა პროდუქტის საგემოვნო ნაწილაკები, რომლებსაც დედა იღებს საკვების სახით, რითიც აქტიურდება ბავშვის საგემოვნო რეცეპტორები.
დედამ აუცილებლად უნდა ჩართოს თავის რაციონში სხვადასხვა სახის ბოსტნეული, ისეთიც კი, რომელიც მას თვითონ არ უყვარს. მაგალითად, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო და სხვ. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების დედებს კი ვურჩევთ, რომ დამატებითი საკვების მიცემის დროს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი პროდუქტები შესთავაზონ პატარებს.
წაიკითხეთ ასევე: უჭმელი ბავშვების პრობლემები- ყარამან ფაღავა