რა ლოცვა უნდა თქვას ყველა მართლმადიდებელმა შობას და რატომ ვანთებთ სანთელს სარკმელთან? - მშობლები

რა ლოცვა უნდა თქვას ყველა მართლმადიდებელმა შობას და რატომ ვანთებთ სანთელს სარკმელთან?

2017-01-06 19:39:11+04:00

ქრისტეშობას სათქმელი ტროპარ-კონდაკი ქრისტეშობა - ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი. ეს ერთ-ერთია ყველაზე დიდ დღესასწაულებს შორის, რომელსაც სიხარულით ვეგებებით. ყველა მართლმადიდებელი, ვინც ამ დღეს შინ ეგებება და არა ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, სარკმელთან ანთებს სანთელს. უწ­მინ­დე­სო­ბის მიერ ჩვე­უ­ლე­ბად ქცე­უ­ლი ეს რი­ტუ­ა­ლი იმას მი­ა­ნიშ­ნებს, რომ მორ­წმუ­ნე­ე­ბი მიდ­გო­მილ ღვთის­მშო­ბელს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში იხ­მო­ბენ, მხო­ლოდ შო­ბი­ლი ძის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. სარ­კმელ­თან ან­თე­ბუ­ლი სან­თე­ლი მა­ცხოვ­რის შო­ბას­თან ერ­თად ღა­მის წყვდი­ა­დის გა­ფან­ტვასაც გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

აი, რა უნდა წარმოთქვათ შობას ხატების წინ:

ტროპარი: შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

კონდაკი: ქალწული დღეს არსებად უზესთაესსა შობს ჩვენთვის, და ქუეყანა ქვაბსა შეუხებელსა შესწირვენ, ანგელოსნი მწყემსთა-თანა დიდების მეტყუელებენ, ხოლო მოგვნი ვარკულავისა-თანა მოზაურობენ, რამეთუ ჩუენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი.